|
2020-11-23 12:24:02, 1166 ნახვა
სამხედრო
გიორგობის დღესასწაულზე სამხედროებს მინიატურული წმინდა წიგნები გადაეცათ
გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების სამხედრო მოსამსახურეებს ახალი აღთქმის მინიატურული წიგნები დაურიგდათ. მინიატურული წმინდა წიგნები საქართველოს თავდაცვის მინისტრის ინიციატივით დაიბეჭდა და გიორგობასთან დაკავშირებით თავდაცვის ძალების ყველა სამხედრო ქვედანაყოფში გადანაწილდა. გიორგობის ღვთისმსახურების ჩატარების შემდეგ, სენაკში, II ქვეით ბრიგადაში მდებარე ცოტნე (დადიანი) აღმსარებლის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა, დეკანოზმა იოსებმა მინიატურული ახალი აღთქმა დასავლეთის სარდალს, პოლკოვნიკ კობა გრიგოლიას და ქვედანაყოფის პირად შემადგენლობას დაურიგა და მისი ტარების ტრადიციისა და მნიშვნელობის შესახებ ესაუბრა. მინიატურული ახალი აღთქმა საველე პირობებზეა მორგებული, კომპაქტური და დრეკადია. მისი ყდა კომუფლირებულია, ფურცლები კი, მყარი, თხელი და გასანთლულია, რომ არ დასველდეს. 603-გვერდიან წმინდა წიგნს ქართული ჯარის შესახებ საქართველოს პატრიარქის სიტყვა უძღვის. ახალი აღთქმის, 4 სახარების, ეპისტოლეებისა და ფსალმუნების გარდა, წმინდა წიგნი მოიცავს სამხედრო ფიცს, საქართველოს სახელწმიფო ჰიმნს, საუფლო ლოცვას - 10 მცნება, მრწამსს, 9 ნეტარებას, ასევე ქართველი მეფეების - ვახტანგ გორგასლისა და დავით აღმაშენებლის მიმართვებს ქართული ლაშქარისადმი.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)