|
2015-09-25 12:44:35, 1283 ნახვა
სამხედრო
ბაგრამის საავიაციო ბაზაზე ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას პატივი მიაგეს
ავღანეთში პატრულირების დროს გარდაცვლილი ქართველი ჯარისკაცის ხსოვნას ბაგრამის საავიაციო ბაზაზე პატივი მიაგეს. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პირველი კლასის რიგითის, ვასილ ყულჯანიშვილის საქართველოში გაცილების ცერემონიას ავღანეთში უფროსი სამხედრო წარმომადგენელი, პოლკოვნიკი გიორგი ბლიაძე; ქაბულში III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ნაკრები ასეულის მეთაური, კაპიტანი გიორგი ჯალაღონია; საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის სამეთაურო რგოლი და 43-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. ქართველ სამხედროებთან ერთად ცერემონიას ბაგრამის საავიაციო ბაზის მეთაური, გენერალ-მაიორი ჯეიმს რეინი, ტაქტიკური დაჯგუფება სოლიდის მეთაური, ვიცე-პოლკოვნიკი ზაქარი მილერი, ავღანეთში პოლონეთის კონტინგენტის მეთაური, პოლკოვნიკი ადამ ლუზინშიკი, ავღანეთში პოლონეთის ეროვნული სადაზვერვო სამსახურის უფროსი, ვიცე-პოლკოვნიკი მარეკ ჟარნოლანში, აშშ-ის საზღვაო ქვეითთა მეკავშირე ჯგუფი და ავღანეთში ჩეხეთის ქვედანაყოფის მეთაური, კაპიტანი მარეკ ჯერაბეკიც დაესწრნენ. პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი სამოქმედო არეალში პატრულირებისას მეამბოხეების მიერ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაიღუპა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)