|
2020-11-18 17:20:58, 766 ნახვა
კომენტარი
გრიგოლ ვაშაძე - ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა პოლიტიკური კრიზისია საქართველოში
„ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს შესანიშნავად ესმის, რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში“, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა. მან ასევე აღნიშნა, რომ ვისთვისაც წამსვლელი სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს ნიშნავს, ის რუსული გავლენის აგენტია. „იმ ძალიან მძიმე დროს, რომელიც ჩვენს რეგიონშია სახელმწიფო მდივანმა მონახა დრო, რომ ჩამოვიდა და 45 წლის გამოცდილებიდან გეუბნებით, რომ ვინც ამბობს, რომ წამსვლელი სახელმწიფო მდივნის ვიზიტი არაფერს არ ნიშნავს, როგორც წესი ისინი არიან რუსეთის გავლენის აგენტები. ის ფაქტი, რომ ელჩი რიკელი დარჩა საქართველოში და არ გაყვა სახელმწიფო მდივანს ისრაელში, ნიშნავს, რომ ჩვენს სტრატეგიულ მოკავშირეს, ისევე როგორც ევროკავშირს შესანიშნავად ესმის რაოდენ ღრმა არის პოლიტიკური კრიზისი საქართველოში და როგორ გვჭირდება ჩვენ სტრატეგიული მოკავშირეების დახმარება, რომ გამოსავალი ვიპოვოთ. ყურადღებით მოისმინეს ის რაც ჩვენ ვუთხარით, ფაქტებით დარღვევებზე, ფაქტებით გაყალბებზე, ფაქტებით როგორ უმზგავსოდ იქცეოდნენ საუბნო და საოლქო კომისიები, როდესაც პირდაპირ ხელით დაიწყეს გადაწერა ოქმების და ის ჩვენი მოსაზრებები, რა უნდა იყოს გამოსავალი ამ კრიზისიდან“, - განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)