13:18 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-18 15:30:20, 519 ნახვა

პოლიტიკა
ირაკლი კობახიძე - ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ

„ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ“, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ ამ ეტაპზე ჯერ კიდევ ძლიერია მიხეილ სააკაშვილის გავლენა ოპოზიციაზე.

„ეს არის მათი დამოკიდებულების გამოვლინება ჩვენი დასავლელი პარტნიორების მიმართ, თუმცა იმედს ვიტოვებთ, რომ ისინი შეიცვლიან პოზიციას და ამ ოპტიმიზმის მყარი საფუძველიც გვაქვს.

ოპტიმიზმის საფუძველი გვაქვს სხვადასხვა გარემოებიდან გამომდინარე, მათ შორის საჯაროდ დგინდება, რომ გარკვეული მზაობა პარლამენტში შესვლასთან დაკავშირებით კონკრეტულ პოლიტიკოსებს აქვს. ჩვენ ვთქვით, რომ არის გარკვეული პროცესები ოპოზიციის შიგნით. დღეს, სამწუხაროდ, ჯერ კიდევ ძლიერია სააკაშვილის გავლენა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებზე, თუმცა ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ სააკაშვილისგან კონკრეტული პარტიები და პოლიტიკოსები დამოუკიდებლობას მოიპოვებენ. სააკაშვილს აქვს ორი ძლიერი რესურსი - ხალხისგან მოპარული ფული და მედია რესურსი, რომელიც ამავე ფულს უკავშირდება. ამით ახერხებს ის ოპოზიციაზე კონტროლის შენარჩუნებას“, - განაცხადა კობახიძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ნაციონალური მოძრაობა პარტიების აკრძალვის სარჩელზე- რუსულ საოკუპაციო რეჟიმს თავს არ დავუხრით
ცისტური ფიბროზის სამკურნალო ინოვაციური მედიკამენტი „ტრიკაფტა“ საქართველოშია
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics