|
2015-09-24 19:13:46, 1052 ნახვა
სამხედრო
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის გენერალური შტაბის უფროსი იმყოფება
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალი ფოლკერ ვიკერი იმყოფება. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, გერმანელი სტუმრები დღეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ მიიღო. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალი გენერალური შტაბის სამწყობრო მოედანზე გაიმართა. უწყების ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორ ქვეყანას შორის არსებული თანამშრომლობის საკითხები და ორმხრივი ურთიერთობის გაღრმავების პერსპექტივები განიხილეს. ისაუბრეს სამხედრო განათლების კუთხითა და ქიმიური, ბიოლოგიური, რადიაქტიული და ბირთვული მიმართულებით თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერებაზე. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა ქართველი და გერმანელი სამხედროების ერთობლივი ნაყოფიერი თანამშრომლობა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში. გერმანელმა კოლეგამ გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს და საქართველოს შეიარაღებულ ძალებს ქართველი სამხედრო მოსამსახურის დაღუპვის გამო, მიუსამძიმრა და მსოფლიოს უსაფრთხოების დაცვის საქმეში ქართველი ჯარისკაცების მიერ შეტანილ წვლილზე ისაუბრა. გენერალმა ვიკერმა, ასევე განაცხადა, რომ გერმანული მხარე მზადაა საქართველოსთან, გერმანიის მეგობარ ქვეყანასთან, თავდაცვის კუთხით თანამშრომლობა კიდევ უფრო ინტენსიური გახდეს. „შეხვედრის მიზანი და საუბრის თემა იყო ჩვენი მომავალი გეგმები, ურთიერთობის განვითარება. როგორც მოგეხსენებათ, ავღანეთში ჩვენი დანაყოფი მისიას გერმანელ კონტინგენტთან ერთად ასრულებს. საკმაოდ კარგი გეგმები გვაქვს დასახული, გვაქვს სურვილი და ნება, როგორც ქართულ, ასევე გერმანულ მხარეს, რომ ეს გეგმები განვახორციელოთ. ველოდებით, რომ მომავალი წელი იქნება ძალიან დატვირთული ამ მიმართულებით და, რა თქმა უნდა, გერმანული მხარე ძალიან მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ნატოსთან ინტეგრაციის გზაზე განვითარების მხრივ“, - განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. შეხევდრაზე მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასა და არსებითი პაკეტის განხორციელებაში გერმანული მხარის ჩართულობაზე, რეგიონში მიმდინარე მოვლენებსა და ევროპის ახალ გამოწვევებზე. თავდაცვის უწყებაში გამართულ შეხვედრას გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი ომარ ბეგოიძე და შეიარაღებული ძალების სხვა წარმომადგენლები დაესწრნენ. მოგვიანებით, გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი ქართველ კოლეგასთან ერთად გმირთა მოედანზე იმყოფებოდა. მან საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და მათ ხსოვნას პატივი მიაგო.
შოტლანდიის, უელსისა და ჩრდილოეთ ირლანდიის ლიდერებმა ხელი მოაწერეს დეკლარაციას გაერთიანებული სამეფოს შემადგენლობიდან გასვლის უფლების შესახებ
ტრამპმა განაცხადა, რომ უკრაინა დათანხმდა რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე თავდასხმების შეჩერებას
პუტინის მეგობარი კრემლოვი ტრამპის შვილის ერიკის ქორწილში იმყოფებოდა და ხარჯებიც დაფარა
უკრაინელი და ქართველი ადამიანის უფლებათა დამცველი ალექსანდრა დელემენჩუკი გარდაიცვალა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)