|
2020-11-18 10:22:26, 604 ნახვა
საზოგადოება
სამედიცინო ასოციაციები ექიმ გათენაშვილის გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრებენ
დაუშვებელია ონისე გათენაშვილის გარდაცვალება პანდემიით ავხსნათ და იგი ახალი კორონავირუსის კიდევ ერთ, მორიგ მსხვერპლად აღვიქვათ, - ამის შესახებ განცხადებას სამედიცინო ასოციაციები ავრცელებენ. მათივე ცნობით, მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიის ფაქტობრივ მაკონტროლებელს „საქართველოს სამედიცინო ასოციაციების გაერთიანება ღრმა მწუხარებას გამოთქვამს დაბა ახალგორის საავადმყოფოს ქირურგის, ონისე გათენაშვილის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს მის ოჯახსა და კოლეგებს. ჩვენ, საექიმო პროფესიის წარმომადგენლებს, მიგვაჩნია, რომ დაუშვებელია ონისე გათენაშვილის გარდაცვალება პანდემიით ავხსნათ და იგი ახალი კორონავირუსის კიდევ ერთ, მორიგ მსხვერპლად აღვიქვათ. ექიმის სიკვდილის ფაქტი კიდევ ერთხელ აშიშვლებს უკანონო რეჟიმის დანაშაულებრივ ქმედებებს, მის მიერ არაერთხელ ხელყოფილი ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების საკითხში. ჩვენ, სამედიცინო პროფესიის წარმომადგენლები ვადასტურებთ, რომ საქართველოს თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობა ჩვენი უპირველესი საზრუნავია, ხოლო ოკუპირებული ახალგორი ისევე, როგორც ცხინვალი - საქართველოა! ამდენად, საქართველოს კონსტიტუციის შესაბამისად, გარანტირებული უნდა იყოს საქართველოს „მოქალაქის უფლება ხელმისაწვდომ და ხარისხიან ჯანმრთელობის დაცვის მომსახურებაზე“. ჩვენ, საექიმო პროფესიის წარმომადგენლები ვთვლით, რომ მომხდარზე პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება რუსეთის ფედერაციას, როგორც ამ ტერიტორიის ფაქტობრივ მაკონტროლებელს და ამასთანავე მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, უკანონოდ ჩაკეტილი დაბა ახალგორის იზოლაციაში დარჩენილი მოსახლეობისთვის კვალიფიცირებული სამედიცინო თუ სოციალური დახმარების გაწევის მიზნით, უფრო ქმედითი ნაბიჯები გადადგას და მაქსიმალურად გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა არ დაუშვას იქ არსებული ჰუმანიტარული კრიზისის გაღრმავება“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ვიტკოფმა სამმხრივი ტექნიკური დონის მოლაპარაკებები გამოაცხადა
ALDE: ოცნება რეპრესიებს აღრმავებს - ევროკავშირმა უფრო მკაცრი სანქციებით უნდა უპასუხოს
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)