2020-11-17 22:42:22, 585 ნახვა
პოლიტიკა
მაიკ პომპეო - მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში
„მზად ვართ დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობის გაღრმავებასა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში”, - ამის შესახებ "ტვიტერზე" აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო წერს.
ის აღნიშნავს, რომ ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას ემყარება.
„მოხარული ვარ, რომ თბილისში ვიმყოფები. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს აქვთ ძლიერი ურთიერთობები, რომელიც თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი ჩვენს საერთო ვალდებულებას ემყარება. ჩვენ მზად ვართ, დავეხმაროთ საქართველოს ევროატლანტიკური ურთიერთობის გაღრმავებასა და მისი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებაში”, - წერს მაიკ პომპეო.
ავტორი: ექსპრესნიუსი,