|
2020-11-17 14:52:13, 631 ნახვა
კომენტარი
თეა წულუკიანი - ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნებაც და კოალიციური მთავრობის შექმნაც ილუზიად დარჩა
სირცხვილია საკუთარ ხალხს მოუწყო ე.წ. სირცხვილის კორიდორი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ გაძლევს ხმას, - ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ საპარლამენტო სიის მეოთხე ნომერი, თეა წულუკიანი ოპოზიციის მიერ ე.წ. სირცხვილის კორიდორებთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით, ოპოზიციის ხელისუფლებაში დაბრუნება და კოალიციური მთავრობის შექმნა ილუზიად დარჩა. „ჩვენ ვთქვით, რომ სირცხვილია საკუთარ ხალხს მოუწყო ე.წ. სირცხვილის კორიდორი მხოლოდ იმიტომ, რომ შენ არ გაძლევს ხმას. ამის შემდეგ გაემიჯნენ ერთმანეთს და ბოლოს თქვეს, რომ არა ბატონო ჩვენ ამას კი არ ვგულისხმობდით, არამედ სხვადასხვა კონკრეტულ პირებს მოვუწყობთ სირცხვილის აქციასო. მსგავსი შეურაცხმყოფელი ქმედებები მათი მხრიდან ჩვენთვის უკვე ბანალობად იქცა. მაგალითად, ამ დონის საჯაროობით პირველად ვამბობ, რომ მე ყოველ წელს არჩევნებზე, უბანზე მხვდება იმ მკვლელის და, რომელმაც კორტებზე ვაზაგაშვილი ჩაცხრილა. ის არის ყოველ არჩევნებზე უბანზე გამწარებული იმით, რომ ვერ ბრუნდება ხელისუფლებაში. 21 ნოემბერსაც ალბათ, ეს და სხვა ძალები იქნებიან გამწარებულები, რათა ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში. ამაში გასაკვირი არაფერია. ისინი ვერ ბრუნდებიან ხელისუფლებაში. დააჯერეს საკუთარი მხარდამჭერები, რომ 2 მანდატით იქნება „ოცნება“ ხელისუფლებაში და მესამე მანდატით დალაგებული გვაქვს, რომ ისინი ვერ მოვლენ ხელისუფლებაში. არსებობს მთავარი - ხალხი, რომელიც ხელისუფლების წყაროა. ხალხმა თქვა, რომ „ქართული ოცნება“ არის პირველ ადგილზე გასული პარტია და მას აქვს 40%-ზე ბევრად მეტი ანუ საკმარისი ხმები მთავრობის შესადგენად. ამიტომ, ის ილუზია, რომ ისინი ბრუნდებიან ხელისუფლებაში დარჩა ილუზიად. ის ილუზია, რომ კოალიციური მთავრობა იქნება, დარჩა ილუზიად. ისინი მეორე ტურზეც იქნებიან გამწარებულები და მოაწყობენ ამ ტიპის ცუდ, უბრალო სკანდალებს კონკრეტულ პირებთან მიმართებაში“, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)