|
2020-11-17 14:11:21, 607 ნახვა
პოლიტიკა
წულუკიანი სააკაშვილზე - ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა
ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა, - ამის შესახებ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს" პარტიული სიის მეოთხე ნომერმა, თეა წულუკიანმა ბრიფინგზე განაცხადა, რითიც საქართველოს მესამე პრეზიდენტის განცხადებას გამოეხმაურა. როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, მიხეილ სააკაშვილი ანტიდასავლური რიტორიკით ცდილობს რუსეთის გავლენას მიაწეროს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებს, რომლებიც აცხადებენ, რომ 31 ოქტომბრის საპარლმენტო არჩევნები მშვიდობიან გარემოში, სამართლიანად ჩატარდა. მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილს არ მოსწონს და მოსწონდა ქვეყანაში მშვიდობა და გეგმები, რაც მას ჰქონდა ჩაეფუშა. „საზოგადოებისთვის ცნობილია,, რომ დღს საქართველოს ეწვევა ოფიციალური ვიზიტით აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პოპეო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი დღეა ჩვენი სახელმწიოსთვის, განსაკუთრებით დღე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკის გათვალისწინებით სახელმწიფო მდივნის ორ დღიანი ვიზიტი ადასტურებ აშშ-ს და დასავლეთის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი, ყველაფერ იმისადმი, რაც ჩვენი სახელმწიოს ფუნდამენტია. ცოტა შორს რომ გავიხედოთ, ყველას კარგა გვახსოვს, რომ 30 წელზე მეტია აშშ და დასავლეთი არის და დღესაც რჩება ჩვენი თავისუფლების, სისხლით მოპოვებული დემოკრატიისა და დამოუკიდებლობის უმთავრეს მხარდამჭერად. ამ ფონზე, მიხეილ სააკაშვილი, ოპოზიციის დღევანდელი ლიდერი და მის მიერ მართული ძალები რჩებიან მთავარი ანტიდასავლურ ძალად საქართველოში, ამის ნათელი დადასტურებაა მიხეილ სააკაშვილის ტრადიციად ქცეული, სისტემური ქცევა, ანტიდასავლური არა მხოლოდ პოლიტიკური ქცევა და კულტურა, არამედ ანტიდასავლური რიტორიკა. მაგალითისთვის გუშინ სააკაშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი, ბატონი კოქსი არის რუსეთის აგენტი, ის არის რუსეთის კმაყოფაზე მყოფი ხოლო საპარლამენტო ასამბლეის დადებითი დასვკნა 31 ოქტომბერს საქარტველოში გამართული საპარლამენტო არჩევნების შესახებ რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახურის ტოლფას დასკვნად გამოაცხადა, ისმის კითხვა, რამ გამოიწვია სააკაშვილის ამგვარი თავდასხმა ერთ-ერთ უმნიშველოვანეს საერთაშორისო ინსტიტუზე, ალბათ იმან, რომ ამ ინსტიტუტის დასვკნა უბრალოდ არ დაემთხა მის მიერ ტირაჟირებულ ყალბ რეალობას, იმასთან დაკავშირებით რომ არჩევნებში მან გაიმარჯვა და არა „ქართულმა ოცნებამ“. ევროსაბჭოს დელეგაციამ თქვა ის რაც არის, რომ მშვიდობიან პირობებში ჩატარდა არჩევნებიო, რაც სააკშვილს არ მოსწონს მას არ მოსწონს მშვიდობა, მას სხვა გეგმები ჰქონდა და ეს გეგმები ჩაიფუშა. თუ ანალოგიით ვიმსჯელებთ, ამით სააკაშვილმა ასევე რუსეთის დასვკნად გაასაღა არა მხოლოდ ამ ასამბლეის შეფასება, არამედ ყველა ის დასკვნა, რაც პრაქტიკულად იმეორებს მსგავსს შეფასებებს, ეს არის ეუთო/ოდირი, საელჩოები და სხვა ოფიციალური პირების განცხადებები. ეს არის საგანგაშო. პირდაპირ ვამბობთ, რომ ოკუპირებულ ქვეყანაში ანტიდასავლური განწყობების კულტივირება არის მავნებლობა. “, - განაცხადა თეა წულუკიანმა.
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)