|
2020-11-16 15:47:39, 774 ნახვა
კომენტარი
ეკატერინე ტიკარაძე - დღის ბოლოს 800-დან 1 000-მდე საწოლამდე იქნება თავისუფალი
ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, ქვეყანაში ამ ეტაპზე თავისუფალია 227 საწოლი. მისი თქმით, დღის ბოლოს მოხდება პაციენტების გაწერა, რის შედეგადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტებისთვის 800-დან 1 000-მდე თავისუფალი საწოლი იქნება. „ასევე საყურადღებოა ის, რომ დღევანდელი საწოლფონდი არის 5 868, დღესდღეობით წევს 5 319 პაციენტი, ტრიაჟში იმყოფება 257 პაციენტი, ხოლო თავისუფალი ადგილების რაოდნეობა არის 227. დღეს დღის ბოლომდე ჩვენ კიდევ ვამატებთ საწოლფონდს და იქნება 5952. იცით, რომ ყოველდღიურ რეჟიმში 100-დან 200-მდე საწოლის მობილიზება ხდება კოვიდის მიზნებისთვის. ველოდებით, რომ დღის ბოლომდე გაწერებთან ერთად დაახლოებით 800-დან 1 000-მდე საწოლამდე იქნება პაციენტებისთვის მზად“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)