|
2020-11-16 12:24:36, 542 ნახვა
კომენტარი
DRI: ფარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების თაობაზე დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რიცხვი ყოველწლიურად იზრდება
დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტმა გამოაქვეყნა ანგარიში, სადაც შეფასებულია, როგორც ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს მანდატი ფარული საგამოძიებო მოქმედებების განხორციელებისას, ასევე, ამ დროს არსებული რისკები და გამოწვევები. განცხადებაში ვკითხულობთ, რომ სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყოველწლიურად იზრდება სასამართლოში მიმართვიანობის და დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რაოდენობა, რაც სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, ქმნის ადამიანის პირად სივრცეში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხეს. „საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს და იცავს ადამიანის პირადი და ოჯახური ცხოვრების, პირადი სივრცისა და კომუნიკაციის ხელშეუხებლობის უფლებებს. ფარული საგამოძიებო მოქმედების განხორციელებისას, არსებობს ამ უფლებებში არამართლზომიერი ჩარევის რისკი. ამიტომ, აუცილებელია, მოსამართლემ კრიტიკულად შეაფასოს როგორც საგამოძიებო ინტერესი, ასევე, კონკრეტული პირის პირადი ცხოვრების უფლების მნიშვნელობა და მხოლოდ უკიდურესი აუცილებლობის დროს დააკმაყოფილოს საგამოძიებო ორგანოს შუამდგომლობა. სტატისტიკის მიხედვით, თითქმის ყოველწლიურად იზრდება სასამართლოში მიმართვიანობის და დაკმაყოფილებულ შუამდგომლობათა რაოდენობა, რაც სათანადო კონტროლისა და ზედამხედველობის არარსებობის პირობებში, ქმნის ადამიანის პირად სივრცეში არამართლზომიერი ჩარევის საფრთხეს. მაგალითად, 2015 წელს სასამართლოში ფარულ სატელეფონო მოსმენებთან დაკავშირებით წარდგენილი 362 შუამდგომლობიდან, 61 არ დაკმაყოფილდა, ხოლო 2019 წელს 1037 განხილული შუამდგომლობიდან, მხოლოდ 133 არ დაკმაყოფილდა. ფარულ საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ხარვეზები და ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მმართველობის სფეროში ყოფნა, აუცილებელს ხდის სააგენტოს საქმიანობის ეფექტიან ზედამხედველობას“, - ნათქვამია განცხადებაში.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)