11:21 - 14 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-14 16:49:59, 687 ნახვა

პოლიტიკა
თაკო ჩარკვიანი ბიძინა ივანიშვილს - შემირცხვენია შენი მილიარდები

შემირცხვენია შენი მილიარდები, როგორ აშიმშილებ სამ მილიონ ქართველს, - ასე მიმართა  პარტია „კანონი და სამართლის“ თავმჯდომარემ, თაკო ჩარკვიანმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტვით გამოსვლისას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს, ბიძინა ივამნიშვილს.

მისი თქმით, ქართველი ხალხი ენდო ლეგენდას, როდესაც ბიძინა ივანიშვილი აირჩია.

„ამ რუს ფეოდალს ვეუბნებით, რომ არ ვართ ჩვენ ის ხალხი, ვისაც გვინდა, რომ თავს ბანი დაგანგრიოთ, რადგან ჩვენი შვილები შიმშილობენ. იმის ნაცვლად, რომ ჩვენი ქვეყანა ფეხზე დაგვეყენებინა, ტექნოლოგიები განვითარებულიყო და აღმშენებლობა ყოფილიყო, ბავშვები მშიერია. ხალხნო, მშიერი ქართველი სამ მილიონიან საქართველოში? შემირცხვენია შენი მილიარდები, როგორ აშიმშილებ სამ მილიონ ქართველს.

მას ჰქონდა დიდი ქველმოქმედის სახელი. ჩვენ, ყველამ ასე გავიცანით. განა მოვტყუვდით? არა, მასზე ლეგენდები დადიოდა. ამიტომ, ქართველი ლეგენდას ენდო. უსინდისო ის არის, ვინც ის კაცი მოატყუა და ვინც მის ლეგენდას დაუჯერა“, - განაცხადა თაკო ჩარკვიანმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ზელენსკის მრჩეველმა განაცხადა, რომ SpaceX-მა უკრაინაში Starlink-ის ოპერაციები გაფრთხილების გარეშე შეზღუდა
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
მოსკოვმა ღამით დრონებით თითქმის 500 თავდასხმა დააფიქსირა, ოთხმა აეროპორტმა კი ფუნქციონირება შეაჩერა
უკრაინულმა დრონებმა სარატოვის ოლქში, თავდასხმა განახორციელეს, სადაც Sberbank-ის მონაცემთა ცენტრი მდებარეობს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics