|
2015-01-29 13:21:09, 1668 ნახვა
პოლიტიკა
პაატა ზაქარეიშვილი: სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება, ეფექტურია
სანქციები, რომლებიც რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება, ეფექტურია,-ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა პაატა ზაქარეიშვილმა ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების აპრილამდე შეჩერებასა და სანქციებთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა. "ის, რაც ხდება მსოფლიოში, ყოვლად მიუღებელია და სანქციები, რაც რუსეთის წინააღმდეგ ხორციელდება, ეფექტურია. ამიტომ, მიმაჩნია, რომ უნდა გაგრძელდეს ეფექტურად სანქციების გამოყენება",-აღნიშნა ზაქარეიშვილმა. კითხვაზე-რაში გამოიხატება სანქციების ეფექტურობა, ზაქარეიშვილმა ასე უპასუხა: "მიმაჩნია, რომ რუსეთი უფრო ფიქრობს თავის ნაბიჯებზე და საზოგადოებაში ხდება გარკვეულწილად დიფერენცირება მოსაზრებებისა, რამდენად სწორია რუსული პოლიტიკა",-განაცხადა პაატა ზაქარეიშვილმა. შეგახსენებთ, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო გადაწყვეტილება, რუსეთის დელეგაციას ხმის უფლება აპრილამდე არ მისცეს. ცნობისთვის, ევროსაბჭომ რუსეთს ხმის უფლება ყირიმის ანექსიის გამო ჩამოართვა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)