|
2020-11-13 13:35:31, 761 ნახვა
ეკონომიკა
„თეგეტა მოტორსის“ ქსელში წარმოდგენილი ავტომობილისთვის საჭირო პროდუქცია და აქსესუარები ვენდუს პლატფორმაზე გაიყიდება
„თეგეტა მოტორსმა“ შეთანხმება გააფორმა კომპანია „ვენდუსთან“ და „თეგეტას“ მიერ იმპორტირებული მსოფლიოს ლიდერი ბრენდების პროდუქციის შეძენა ახლა უკვე „ვენდუს“ ონლაინ პლატფორმაზე იქნება შესაძლებელი. პლატფორმაზე ხელმისაწვდომი იქნება შემდეგი კატეგორიის პროდუქცია: საავტომობილო ზეთები, ანტიფრიზები, ავტომობილის მოვლის საშუალებები, ხელის და ელექტრო ინსტრუმენტები, ავტოსათადარიგო ნაწილები, აკუმულატორები და ავტომობილისთვის საჭირო სხვა მრავალი პროდუქცია. „თეგეტა მოტორსი“ გახლავთ მსოფლიოს 300-მდე წამყვანი ბრენდის უმსხვილესი იმპორტიორი საქართველოში, როგორებიც გახლავთ: Bridgestone, Michelin, Varta, Shell, Motul, Hengst, ZF Parts, Lemforder, Sachs, Philips, Bosch, Febi, Federal Mogul და სხვა. „ვენდუ“ არის ონლაინ სავაჭრო პლატფორმა, რომელიც ბევრ განსხვავებულ კატეგორიას, პოპულარულ ბრენდებს და წამყვან მაღაზიებს აერთიანებს. კომპანია მთლიანად მორგებულია იმ საჭიროებებს, რომლებიც საქართველოში მომხმარებელს გააჩნია და ქმნის მათთვის სავაჭროდ კომფორტულ ზონას 24/7-ზე. „ვენდუს“ ამოცანაა, მომხმარებელმა ნივთის პოვნა-შეძენის პროცესში არ იგრძნოს თავი შეზღუდულად და სწორედ ამიტომ ანგარიშსწორების სამ მიმართულებას სთავაზობს, როგორც ნაღდი ფულით და ბარათით, ასევე განვადების საშუალებით. ვენდუ მხოლოდ მეორე წელია, რაც ქართულ ბაზარზე ოპერირებს და უკვე მნიშვნელოვანად მოასწრო განვითარება.გახდა ისეთი გლობალური ბრენდის პარტნიოტი, როგორიც VISA-ა.ვენდუს კურიერი თქვენთვის სასურველ ამანათს ან თუნდაც რამდენიმე ამანათს ერთად პირდაპირ კართან მოგიტანთ, საქართველოს რომელ წერტილშიც არ უნდა იყოთ.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: R (რეკლამა),



epn.ge (@expressnews.ge)