04:40 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 18:15:55, 1881 ნახვა

ომი უკრაინაში
თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას და ჯერჯერობით „ლოქდაუნს“ არ აცხადებს

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, მთავრობა ითვალისწინებს საზოგადოების დაკვეთას და „ლოქდაუნს“ ჯერჯერობით არ აცხადებს.

მისივე თქმით, ევროპის წამყვან ქვეყნებში გაცილებით უფრო მკაცრი შეზღუდული ზომებია გატარებული, ვიდრე საქართველოში, რასაც მოწმობს 70-ზე მეტ ქვეყანაში არჩევნების გადადება.

„შედარებაც არ არის, ევროპის ქვეყნების დიდი ნაწილი ახორციელებს მაინც სრულ ან სრულთან მიახლოვებულ ლოქდაუნს და ეს თქვენ კარგად იცით. ლოქდაუნების ხარისხი, სიმკაცრე გაცილებით მეტია ევროპის წამყვან ქვეყნებში, ვიდრე ჩვენთან, ამ შემთხვევაში, ქვეყანამ გაითვალისწინა საზოგადოების დაკვეთა, რომელსაც კატეგორიულად არ უნდა ლოქდაუნი, გაითვალისწინა პოლიტიკური პროცესები, საარჩევნო პერიოდია რაც სხვებს არ ჰქოდათ, ან თუ ჰქონდათ მათ გადადეს არჩევნები, 70-ზე მეტმა ქვეყანამ გადადო არჩევნები და ჩვენ არ გადავდეთ, ეს დასაფასებელია, იმიტომ რომ იცით თქვენ რამხელა მოლოდინი იყო არჩევნებთან დაკავშირებით და რა ნეგატიური განწყობა იქნებოდა არჩევნები რომ გადადებულიყო. ეპიდემიოლოგიურად ჩატარდა მაღალ დონეზე ეს არჩევნები უსაფრთხოების თვალსაზრისით,

ჯერჯერობით ჩვენი მთავრობა ასრულებს საზოგადოების დაკვეთას, რომელსაც ლოქდაუნი არ უნდა, არის წერტილოვაი შეზღუდვები, რომლებიც გაიზრდება, მაგრამ ლოქდაუამდე ჯერ ძალიან შორს არის“, - განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics