|
2020-11-12 16:01:38, 581 ნახვა
ეკონომიკა
ქართული ღვინის რიგით მესამე ფორუმი ონლაინ ფორმატში გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოსა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს საბჭოს ორგანიზებით, „ქართული ღვინის ფორუმში“ მესამედ, ამჯერად ონლაინ ფორმატში გაიმართა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ფორუმში მონაწილეობა დისტანციურად მიიღო. მინისტრი „ქართული ღვინის ფორუმის“ ფარგლებში გამართულ სამეცნიერო ვებინარში ჩაერთო, რომელიც ქართული ღვინის 8000 წლიანი ისტორიისა და ღვინის დაყენების უნიკალურ კულტურას მიეძღვნა. ვებინარზე ქართული ღვინის ისტორიის, გენეტიკისა და ტრადიციების პარალელურად, მონაწილეებმა განიხილეს საქართველოს მეღვინეობის ინდუსტრიაში არსებული მდგომარეობა, დარგის წვლილი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაში, მისი პოტენციალი და პერსპექტივები, ასევე, ქართული ღვინის მარკეტინგული სტრატეგია ამერიკის შეერთებულ შტატებში მსოფლიო პანდემიამდე და პანდემიის პირობებში. ვებინარში მონაწილეობდნენ ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს პრეზიდენტი მამუკა წერეთელი, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორი დავით ლორთქიფანიძე, ქართული ვაზისა და კულტურის კვლევის სამეცნიერო პროგრამის კოორდინატორი დავით მაღრაძე, ექსპერტი თორნიკე კორძაია, ასევე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერები, მათ შორის, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი (Patrick Edward McGovern). ქართული ღვინის ფორუმი ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს ინიციატივით იმართება. პირველ ფორუმს, 2018 წელს, ვაშინგტონმა, ხოლო გასულ წელს, ბოსტონმა, ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა. მიმდინარე წელს ფორუმის გამართვა აშშ-ის კალიფორნიის შტატის ქალაქ დევისში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პრესტიჟულ მეღვინეობის უნივერსიტეტის ბაზაზე, რობერტ მონდავის ცენტრში იგეგმებოდა. თუმცა, პანდემიის გამო, მისი ჩატარება ონლაინ ფორმატში გადაწყდა. ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარების მიერ ხდება ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებული სამეცნიერო კვლევების გაცნობა-განხილვა. ფორუმის ფარგლებში იმართება ქართული ღვინის წარდგენა-დეგუსტაციებიც პროფესიონალებისა და სავაჭრო სფეროების წარმომადგენლებისთვის. მიმდინარე წელს, ქართული ღვინის წარდგენა ონლაინ მოხდება, რომელშიც 50-მდე ღვინის პროფესიონალი დისტანციურად იქნება ჩართული. ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო 5 წელია ექსპორტი სტაბილურად მზარდია. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სსიპ ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, აშშ-ში ქართული ღვინის წარდგენა, პანდემიის პირობებშიც სხვადასხვა ფორმატში, მთელი წლის განმავლობაში ტარდებოდა. შედეგად, მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)