|
2020-11-12 15:43:22, 634 ნახვა
კომენტარი
ბოკერია ვაშაძეზე - ირყეოდნენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა
„ირყეოდნენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, - ასე ეხმუარება „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გიგა ბოკერია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის ინტერვიუს. მისი თქმით, ვაშაძისგან საზოგადოებამ მოისმინა გაუგებარი ნაკადი ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, რაც არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე. როგორც მან აღნიშნა, ვაშაძის ამბავი ძალიან სამარცხვინოა და პასუხისმგებლობის ამ ფორმით მოხსნა ცუდი საქციელია. „მინდა გამოვეხმაურო გრიგოლ ვაშაძის მიერ ბოლო დღეებში გაკეთებულ განცხადებებს და მედიასთან მის მიერ გაკეთებულ გზავნილებს. გარდა იმისა, რომ გაუგებარი ცნობიერების ნაკადი მოვისმინეთ ურთიერთგამომრიცხავი მოსაზრებებით, მთავარი საკითხი, რაზეც მინდა რომ იყოს სრული სიცხადე არის შემდეგში, რომ საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს ის თითქოს მოლაპარაკებები მთლიანად ოპოზიციის ან მის ნაწილთან, რომ თითქოს იყო დანიშნული და ჩაიშალა, ეს საერთოდ არ შეესაბამება სიმართლეს და არის სიცრუე. მოლაპარაკებები და დიალოგი არის საჭირო და ის შეიძლება მოხდეს მომავალში და უნდა მოხდეს, მაგრამ ის უნდა მოხდეს ერთ საკითხზე, ახალი არჩევნების ჩატარებაზე და იმ ცვლილებებზე, რაც სჭირდება ნორმალური არჩევნების ჩატარებას, ესაა პოლიტპატიმრების განთავისუფლება, ცესკოს თავჯდომარის საკითხი და მრავალი სხვა საკითხი. სრული სიცრუეა ისიც, რომ თითქოს ოპოზიციაში არის დიალოგის მიუღებლობა და ამან თითქოს რაიმეს ჩაშლა გამოიწვია. ევროპულ საქართველოს და ჩვენ სხვა პარტნიორებს, პირველ რიგში „ლელოს“, „გირჩს“ და „სტრატეგია აღმაშენებელს“ ცოტა ხნის წინ ამაზე მკაფიო განცხადება გვქონდა, რომ დიახ, დიალოგის მომხრე ვართ,დიალოგი საჭიროა, მაგრამ ის საჭიროა ამ კონკრეტულ საკითხზე, ახალი არჩევნების ჩატარებაზე და ამ კრიზისის განმუხტვაზე. ჩვენ მყარი პოზიცია გვაქვს, რომ ამ სამარცხვინო პროცესის შედეგად დადებულ არჩევნებში პოზიცია არ შესვლის პარლამენტში და ბოიკოტის არ შეიცვლება და მესამე, მიუხედავად იმისა, რომ მთელი პასუხისმგებლობა ეკისრება ივანიშვილის რეჟიმს იმ ძალადობრივ ფაქტებზე რაც ვნახეთ, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ, რომ საპასუხო ძალადობა არის დაუშვებელი და ყველა ვინც ძალადობრივად მოიქცევა თვითონ გაემიჯნება ჩვენს მშვიდობიან პროტესტს. რაც შეეხება ვაშაძის ამბავს, ეს არის ძალიან სამარცხვინო ამბავი, მემსის რომ კრიზისის დროს ყველა ადამიანი არ არის მზად, რომ პასუხისმგებლობა აიღოს, მაგრამ პასუხისმგებლობის ამ ფორმით მოხსნა არის ძალიან ცუდი საქციელი საკუთარი პარტიის მიმართ. წულუკიანს უყვარს ხოლმე ჰაგიოგრაფიული ნაწარმოებების ციტირება, მაგრამ ამ შემთვევაში ეს მართლაც შესაბამიასია, რომ „ირყეოდნენ ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა“, - განაცხადა ბოკერიამ. ცნობისთვის, გრიგოლ ვაშაძემ „რუსთავი2“-ის ეთერში, მის მიერ გავრცელებულ განცხადებაზე ისაუბრა. როგორც ოპოზიციონერმა დეპუტატმა აღნიშნა, „ბოლო ჩახმახი“ მომზადებული დიალოგის ჩაშლა იყო. როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლებასთან დიალოგისთვის მზადების პროცესი დაწყებული იყო, თუმცა მოლაპარაკებები სტრატეგიული მოკავშირეების დიპლომატიური წარმომადგენლების მიერ ჩაიშალა.
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
პირველმა არხმა ფეხბურთში 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჩვენების ლიცენზია დაკარგა
საქართველოში შემაშფოთებელი ტენდენციებია - მედიის თავისუფლების კოალიციის 16 წევრი ქვეყანა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)