13:33 - 29 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-11-12 13:13:45, 565 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად ფერმერები საკრედიტო-საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ

ფერმერები, რომლებიც მრავალწლოვანი სასოფლო-სამეურნეო კულტურების მოყვანით არიან დაკავებული, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას შეძლებენ.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ამ გადაწყვეტილებით მთავრობამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ სოფლის მეურნეობა ერთ-ერთი პრიორიტეტია და მის განვითარებას სათანადო ყურადღება ექცევა.

„კომპანიებს ან ინდმეწარმეებს, რომლებიც მრავალწლოვანი კულტურების მოსაყვანად საბანკო სესხებს იზიდავენ, სესხის პროცენტს სოფლის მეურნეობის პროგრამების ფარგლებში უსუბსიდირებენ. ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ მათ დამატებით საკრედიტო - საგარანტიო სქემაში ჩართვას ვთავაზობთ. საუბარია ისეთი მრავალწლოვანი კულტურების მოყვანაზე, როგორიცაა ყურძენი, ციტრუსები, სხვადასხვა სუბტროპიკული ხილი და სხვ. ამით მეწარმეებს შეეძლებათ ერთდროულად ისარგებლონ სახელმწიფოს ორივე პროგრამით, როგორც უზრუნველყოფით, ასევე ბანკის პროცენტის სესხის თანადაფინანსებით. სოფლის მეურნეობა არის ჩვენი ერთ-ერთი უდიდესი პრიორიტეტი, როგორც საექსპორტო მიმართულებით, ასევე დასაქმებისა და ახალი სამუშაო ადგილების შექმნის კუთხით," - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics