|
2015-09-24 11:15:51, 1988 ნახვა
სხვადასხვა
სოზარ სუბარმა ზუგდიდსა და ქუთაისში მიმდინარე მასშტაბური მშენებლობები მოინახულა
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა და მინისტრის მოადგილემ მამუკა ცოტნიაშვილმა ზუგდიდსა და ქუთაისში კორპუსების მშენებლობის პროცესი მოინახულეს. ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროდან აცნობეს. მათივე ინფორმაციით, ზუგდიდში 2 016 დევნილი ოჯახისთვის 26 თორმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. 2 კორპუსის მშენებლობა უკვე მიმდინარეობს, სადაც ბინას 144 დევნილი ოჯახი მიიღებს.სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ტრანსმშენი“ ახორციელებს. ქუთაისში, 2000 დევნილი ოჯახის განსახლების მიზნით, 25 თექვსმეტსართულიანი კორპუსი აშენდება. 2 კორპუსის მშენებლობა უკვე დაიწყო, სადაც ბინას 160 დევნილი ოჯახი მიიღებს. სამშენებლო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „საბაკონსტრაქშენი“ ახორციელებს. უწყების ინფორმაცუიით, ქუთაისსა და ზუგდიდში მიმდინარე სამუშაოების პარალელურად დაიწყება ახალი კორპუსების მშენებლობაც. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი მშენებლებსა და იქ დასაქმებულ მუშებს გაესაუბრა.ზუგდიდში მიმდინარე მშენებლობაზე 10 დევნილია დასაქმებული, ხოლო ქუთაისში - 7. მშენებლობის მასშტაბებიდან გამომდინარე, ეს რიცხვები მომავალში კიდევ უფრო გაიზრდება. ზუგდიდში მშენებლობის დასრულების ვადად განსაზღვრულია 2016 წლის 31 ნოემბერი, ხოლო ქუთაისში 1 ოქტომბერი. სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლების განცხადებით, სამუშაოები დაგეგმილზე ორი თვით ადრე დასრულდება.
მოსკოვსა და სანქტ-პეტერბურგში დრონის რეკორდული დარტყმის შემდეგ 400-ზე მეტი რეისი გაუქმდა
ეპისკოპოსი გიორგი - აზარტული თამაშები სასოწარკვეთილების, ვალებისა და ტრაგედიის წყაროდ იქცევა. ჩემი ღრმა შეშფოთებაა
ხაბეიშვილი ელენე ხოშტარიაზე - უამრავი თავისუფლებაზე მყოფი ინატრებდა მის ასეთ უშიშარ ხასიათს
ხოშტარია - ოცნება როგორც ჩემს ჯანმრთელობაზე, ასევე თითოეული მოქალაქის ჯანმრთელობის დაზიანებაზე, აუცილებლად აგებენ პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)