|
2020-11-09 11:16:59, 633 ნახვა
საზოგადოება
GDI - ცესკოს შენობასთან პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო უკანონო და არაკონსტიტუციური
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI) შეშფოთებას გამოთქვამს ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან 2020 წლის 8 ნოემბრის ღამეს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით. როგორც ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, პოლიციის მიერ ძალის გამოყენება იყო სრულიად უკანონო და საქართველოს კონსტიტუციით დაცული შეკრების თავისუფლების უხეში დარღვევა. „ხაზგასასმელია, რომ საქართველოს კანონმდებლობით სპეციალური საშუალებების გამოყენებას გააჩნია კონკრეტული წინაპირობები და მკაცრი სტანდარტი, რომელთა ზედმიწევნით დაცვაც არის უკიდურესად მნიშვნელოვანი. „პოლიციის შესახებ" საქართველოს კანონით წყალსატყორცნის გამოყენება დასაშვებია იმ შემთხვევაში თუკი იგი მიემართება მართლწესრიგის მასობრივი დარღვევის აღკვეთას ან სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივ ობიექტზე ჯგუფური თავდასხმის მოგერიებას. პოლიცია ასევე ვალდებულია, რომ იძულების ღონისძიება გამოიყენოს პროპორციულად, მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში, იმ ინტენსივობით, რომელიც უზრუნველყოფს კანონიერი მიზნის მიღწევას, ამასთან, - არ გამოიყენოს ისეთი საშუალება, რომელიც დაკავშირებულია გაუმართლებელ რისკთან. აღსანიშნავია, რომ ამავე კანონით პოლიციას ეკისრება ვალდებულება, წყალსატყორცნის გამოყენების შესახებ წინასწარ გააფრთხილოს პირი და მისცეს გონივრული ვადა კანონიერი მოთხოვნის შესასრულებლად. გუშინ განვითარებული მოვლენების დროს საქართველოს ხელისუფლებამ ყველა ზემოთჩამოთვლილი ვალდებულება და წინაპირობა დაარღვია. კერძოდ: · ცესკოს მიმდებარე ტერიტორაზე გამართული აქციის დინამიკა არც ერთ ეპიზოდში არ შეიცავდა სპეციალური საშუალებების გამოყენების საჭიროებას, ვინაიდან სახეზე არ იდგა არც ერთი ზემოთ ჩამოთვლილი წინაპირობა. აქცია მთლიანობაში მიმდინარეობდა მშვიდ გარემოში და არ შეინიშნებოდა მართლწესრიგის მასობრივი დარღვევა ან ცესკოს შენობაზე ჯგუფური თავდასხმის განზრახვა; · პოლიციამ წყლის ჭავლის გამოყენების პირველ ეპიზოდში არ გააფრთხილა შეკრებილი ადამიანები აღნიშნულის შესახებ და ყოველგვარი გონვირული დროის მიცემის გარეშე დაიწყო მოქმედება, რაც უხეშად არღვევს როგორც ეროვნულ კანონმდებლობას, ისე საერთაშორისო სტანდარტებს; · შემაშფოთებელია ის, თუ როგორ და რა პირობებში მოხდა წყლის ჭავლის გამოყენება, რამაც აქციის მონაწილეებს შეუქმნა ჯანმრთელობის დაზიანების რისკი. გავრცელებული ინფორმაციით გამოყენებული წყლის ნაკადით დაზიანდა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის ოპერატორები, რაც მიუთითებს იმაზე, რომ სამართალდამცავებმა არ დაიცვეს სპეციალური საშუალების გამოყენების წესი და ამავდროულად ხელი შეუშალეს ჟურნალისტებს საქმიანობის შესრულებაში; · ამასთან, გასათვალისწინებელია ცივი კლიმატური პირობები და შექმნილი ეპიდსიტუაცია, რომელიც ასევე უგულებელყო სახელმწიფომ სპეციალური საშუალების გამოყენებისას. · ვრცელდება ინფორმაცია, რომ წყლის ჭავლთან ერთად პოლიციამ გამოიყენა სპეციალური აირი, რომელიც სწვავს თვალებს. ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში გაუგებარია აღნიშნული საშუალების გამოყენების აუცილებლობაც. მოვუწოდებთ საქართველოს ხელისუფლებას, შეწყვიტოს აქციის მონაწილეების მიმართ არაპროპორციული ძალის გამოყენება და უზრუნველყოს აქციის მონაწილეების მიერ შეკრების თავისუფლებით სარგებლობა“, - აღნიშნულია ორგანიზაციის განცხადებაში.
ირანი აცხადებს, რომ აშშ-ის საჰაერო თავდასხმების შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა
აი ჯი დეველოფმენტ ჯორჯიამ, გალტ & თაგარტის ექსკლუზიური მხარდაჭერით, 39.5 მილიონი აშშ დოლარის მწვანე ობლიგაციები განათავსა
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
სახელმწიფოს ლამარიას მონასტრის ტერიტორიაზე კელიების სამშენებლო სამუშაოებზე სააგენტოს ნებართვა არ გაუცია, ეპარქია თავს იმართლებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)