|
2015-01-29 12:39:24, 1815 ნახვა
პოლიტიკა
საქართველო 500-მდე უკრაინელი ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემას გეგმავს
„საქართველო 500-მდე უკრაინელი ლტოლვილისთვის თავშესაფრის მიცემას გეგმავს“, -ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრმა სოზარ სუბარმა, მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებს განუცხადა. მისივე შეფასებით, საქართველო უკრაინას სამედიცინო და სხვა კუთხით დიდ დახმარებას უწევს „მე მივაწოდე მთავრობას ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოში ამ დროისთვის უკრაინიდან 500-მდე ლტოლვილია და ჩვენ ვაპირებთ გამარტივებულად, დაჩქარებულად საქართველოში მათ თავშესაფარი მივცეთ, საქართველო არის იმ სახელმწიფოებს შორის, რომელიც უკრაინას სამედიცინო, თუ სხვა კუთხით დიდ დახმარებას უწევს“, - აღნიშნა სუბარმა. ამასთან, მინისტრმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ზვიად კვაჭანტირაძის განცხადებას უპასუხა, რომლის თანახმადაც იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანს უკრაინელ კოლეგასთან კომუნიკაცია გაუჭირდა. „რაც შეეხება იმას, რომ შეიძლება, რომელიმე მინისტრს განსხვავებული შეხედულებები ჰქონდეს, ამას არ აქვს მნიშვნელობა, იმ მრავალსაუკუნოვანი ურთიერთობისთვის, რაც საქართველოსა და უკრაინას შორის არის“, - დასძინა სუბარმა.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)