|
2015-01-29 12:30:36, 1655 ნახვა
პოლიტიკა
მინდია ჯანელიძე: რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება
რუსეთის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება,-ამის შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მინდია ჯანელიძემ ევროსაბჭოში რუსეთისთვის ხმის უფლების შეჩერების გახანგრძლივებასთან დაკავშირებით დასმულ შეკითხვაზე პასუხისას განაცხადა. მისივე განმარტებით, რუსეთი აგრესიულ პოლიტკას როგორც უკრაინის, ისე საქართველოს მიმართ აგრძელებს. "რუსეთი განაგრძობს თავის აგრესიულ პოლიტიკას. როგორც უკრაინის მიმართულებით, ასევე საქართველოს მიმართულებით. თქვენ იცით, რომ ხელშეკრულება დაიდო აფხაზეთსა და რუსეთს შორის, ანალოგიური ხელშეკულების დადება იგეგმება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთის ფედერაციას შორის, შესაბამისად, რუსეთის ფედერაციის მხრიდან აგრესიული პოლიტიკის კურსი გრძელდება",-განაცხადა მინდია ჯანელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
დიდი ხნის შემდეგ პირველად, რუსეთის არმიამ დონბასში დიდი მარცხი განიცადა.
რუსეთის საჰაერო დარტყმებმა კიევში საკვების დეფიციტი გამოიწვია
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)