|
2015-09-23 14:57:19, 1237 ნახვა
სამხედრო
ავღანეთში ქართველ სამხედროებს ცეცხლი პირდაპირ გაუხსნეს
გენერალური შტაბის ხელმძღვანელმა ვახტანგ კაპანაძემ ავღანეთში დაღუპული სამხედროს ვასილ ყულჯანიშვილის ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა. კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით მოხდა. „ქართველ სამხედროებზე თავდასხმა პირდაპირი ცეცხლით განხორციელდა. სროლების დროს სერჟანტი როსტობაია დაიჭრა. დაჭრილი სერჟანტის ევაკუაციის დროს დაზღვევაზე იმყოფებოდა პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი, რომელმაც შეასრულა თავისი ამოცანა და დაიცვა ქვედანაყოფი. სამწუხაროდ, დაჭრილის ევაკუირების დროს სასიკვდილოდ დაიჭრა და დავკარგეთ ახალგაზრდა კაი ყმა. ღვთის წყალობითა და ექიმების დამსახურებით, დაჭრილი კარგად არის. მკურნალობის კურსის ჩასატარებლად დღეს გერმანიაში გადაიყვანენ და დიდი იმედი მაქვს, ძალიან მალე დაგვიბრუნდება. მინდა, მთელი სულითა და გულით მივუსამძიმრო დაღუპულის ოჯახს, შეიარაღებულ ძალებსა და ქართველ ხალხს. ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა დროულად გადმოვასვენოთ ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში. კარგი ყმაწვილი იყო, ღირსეულად იცხოვრა და ღირსეულად წავიდა,“ - განაცხადა გენერალური შტაბის უფროსმა. შეგახსენებთ, რომ ყულჯანიშვილი ავღანეთში, „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის შესასრულებლად იყო წასული და პატრულირებისას დაიღუპა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)