|
2020-11-04 11:29:07, 622 ნახვა
ეკონომიკა
ბრიტანელი ღვინის პროფესიონალებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტური გაიმართა
ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორმა ბრიტანულმა კომპანიამ "Swril Wine Group" ღვინის პროფესიონალების, იმპორტიორებისა და მედიის წარმომადგენლებისთვის ქართული ღვინის ონლაინ ტურები ჩაატარა. ღვინის ონლაინ ტური, ჯამში, 4 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. მას "Swril Wine Group"-ის დირექტორი, ღვინის მაგისტრი სარა ებოტი უძღვებოდა, რომელმაც ტურის მონაწილეებს საქართველო, მისი ტრადიციები, ღვინის კულტურა და ისტორია გააცნო. ბრიტანელ ღვინის პროფესიონალებს შესაძლებლობა მიეცათ, გაცნობოდნენ ქართული ღვინის მწარმოებელი 6 კომპანიის - „თბილღვინო", „თელიანი ველი", „მეღვინეობა ხარება", „ლაგვინარი", „დაქიშვილის საოჯახო მარანი" და „ორი მარანი" პროდუქციას. აღნიშნული კომპანიების ღვინოები, რომელიც დიდ ბრიტანეთში ღვინის ეროვნული სააგენტოს მიერ იყო გაგზავნილი, "Swril Wine Group"-ის მიერ ტურის მონაწილეებს წინასწარ გაეგზავნა. სარა ებოტის შეფასებით, ტურის ბრიტანელ და ქართველ მონაწილეებს შორის ონლაინ-დიალოგი საინტერესო, პროდუქტიული გამოდგა და ძალიან კარგი გამოხმაურება მოჰყვა, ხოლო ქართულ ღვინო შეფასდა როგორც „უნიკალური ღვინო“. დიდი ბრიტანეთი ქართული ღვინის სტრატეგიული საექსპორტო ბაზარია, სადაც COVID-19-ის მსოფლიო პანდემიის პირობებში, მსგავს ონლაინ ღონისძიებებს დიდი მნიშვნელობა აქვს ქართული ღვინის პოპულარიზაციის, საექსპორტო პოტენციალისა და ცნობადობის გაზრდის კუთხით. ბრიტანეთი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იმპორტიორი და ღვინის მომხმარებელი ქვეყანაა. პანდემიის პირობებშიც ამ ქვეყანაში ქართული ღვინის ექსპორტი მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვის მონაცემებით, საქართველოდან ბრიტანეთში ექსპორტირებულია 160 644 ბოთლი ღვინო, რაც 50%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
სქროლვა-სქრინვის (ცენზურის) დეპარტამენტმა სასამართლოებს უკვე 60 საქმე გადასცა
Amnesty — საქართველოს ხელისუფლებას: შეწყვიტეთ ცილისწამება, გააუქმეთ კანონები და გამოიძიეთ ძალადობა
სერბეთის პრეზიდენტი კათოლიკოს შიო III-ს შეხვდა
ყაველაშვილი: საქართველო დაინტერესებულია დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობების გაფართოებით
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
სიბიჰა კიევ-პეჩერის ლავრის დაბომბვაზე - პუტინი საუკუნოდ დაწყევლილი უნდა იყოს და ის წააგებს ამ ომს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)