|
2020-10-31 17:40:31, 825 ნახვა
კომენტარი
სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო - ანა დოლიძის ინფორმაცია, რომ ჩუღურეთში მე-11 უბანში აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი პიროვნება, სიცრუეა
დღეს, 31 ოქტომბერს, გამართულ ბრიფინგზე ერთ-ერთი ოლქის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ანა დოლიძემ დეზინფორმაცია გაავრცელა – მისი თქმით, ჩუღურეთში „მე-11 უბანში აღმოაჩინეს რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი პიროვნება, ვარდო ბერიძე და ასევე, წლების წინ ემიგრაციაში წასული პიროვნება – ზაველ ეგანეზოვი". გავრცელებული ინფორმაციის სააგენტოს მიერ გადამოწმების შემდეგ დადგინდა, რომ მოქალაქე ვარდო ბერიძის გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია სააგენტოსათვის არ მოუწოდებია არც ოჯახის წევრებს, არც სამედიცინო დაწესებულებებს და არც სხვა რომელიმე უფლებამოსილ დაწესებულებას. პირის გარდაცვალების ფაქტის ასახვა სააგენტოს მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში ხდება შესაბამისი უწყებების ან ოჯახის წევრების მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე, რასაც ვარდო ბერიძის შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. ვარდო ბერიძე (დაბადებული 1956 წელს) 2016 წლიდან რეგისტრირებულია ქ. თბილისში, ივ. ჯავახიშვილის ქ. №102-ში. სააგენტოს მონაცემთა ბაზის თანახმად, მას უფიქსირდება აქტიური პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც მან 2017 წელს აიღო. რაც შეეხება ანა დოლიძის მიერ ნახსენებ მეორე მოქალაქე ზაველ ეგანეზოვს, ამ სახელით და გვარით სააგენტოს მონაცემთა ბაზაში პიროვნება არ იძებნება. დამატებით, სააგენტო კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ, საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, ერთი ადამიანი მხოლოდ ერთ მისამართზე შეიძლება იყოს რეგისტრირებული. ზემოაღნიშნული გარანტირებულია არა მხოლოდ კანონით, არამედ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს სამოქალაქო რეესტრის ბაზის პროგრამული უზრუნველყოფითაც. კერძოდ, პროგრამა რეგისტრაციის მისამართის შეცვლის შესახებ ბრძანების მიღებისას ავტომატურად ძალადაკარგულად აფიქსირებს რეგისტრაციის ძველ მისამართს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ პირს აქვს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი, ის რეგისტრირდება მხოლოდ ერთ-ერთი საცხოვრებელი ადგილის მისამართზე. შესაბამისად, სრულად დაცულია პრინციპი, რომლის თანახმადაც, ერთი მოქალაქე მხოლოდ ერთ მისამართზეა რეგისტრირებული.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)