|
2020-10-30 16:41:07, 2250 ნახვა
რეგიონი
კასპში პროფესიული კოლეჯისა და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის გახსნის ცერემონიალი გაიმართა
დღეს კასპში ორი უმნიშვნელოვანესი პროექტის დასრულების და გახსნის ცერემონიალი გაიმართა. კასპს განათლების ორი კერა შეემატა - პროფესიული კოლეჯი და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრი. გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს ეკომომიკისა და მადგრადი განვითარების, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, განათლების ხარისხის განვითარების, ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის წარმომადგენლები. მათ კასპელ ახალგაზრდებს მუილოცეს და მოუწოდეს შეისწავლონ პროფესიები, მეტად განვითარდნენ და შეიქმნან მომავალი. "თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ ჩვენ ერთად კასპში და ოგადად შიდა ქართლში ისტორიული პროექტები განვახორციელეთ. დღეს კასპში ტექნოპარკი და პროფესიული კოლეჯი გავხსენით. რეგიონის ახალგაზრდებს და ზოგადად მოქალაქეებს ექნებათ თავისუფალი სივრცე, რომ თავისი ნიჭი და იდეები რეალობად აქციონ და რაც მთავარია, თავისი შესაძლებლობები რეგიონის განვითარებას მოახმარონ" - აღნიშნა ირაკლი მეზურნიშვილმა კასპის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, რომლის ძალისხმევის შედეგია დღევანდელი წარმატება. აღნიშნული კოლეჯი საშუალებას მისცემს არა მარტო კასპელ, არამედ საქართველოში მცხოვრებ ყველა ახალგაზრდას განვითარდეს პროფესიულად. პროფესიული სასწავლებლის მისიას წარმოადგენს თითოეული სტუდენტისათვის ხელმისაწვდომი, სრულფასოვანი და ხარისხიანი სწავლებით უზრუნველყოფა. ეს ხელს შეუწყობს კონკურენტუნარიანი კადრების მომზადებას, მათ დასაქმებას და თვითრეალიზაციას. ტექნოპარკი წარმოადგენს ფიზიკურ სივრცეს, სადაც თავმოყრილია ტექნოლოგიური, საგანმანათლებლო და პროფესიონალური რესურსები და მიზნად ისახავს ემსახუროს საქართველოში ცოდნაზე დაფუძნებული ეკონომიკის განვითარებას. ასევე რეგიონის ახალგაზრდებს შესაძლებლობას მისცემს სახელმწიფოს მხარდაჭერით, ინოვაციური იდეები რეალურ ბიზნესად აქციონ და განავითარონ თავიანთი სტარტაპ იდეები. წარმატებები თქვენ!!! #შეისწავლეპროფესიაგანათლებაეკონომიკისგანვითარებისსაფუძველია
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)