|
2020-10-30 16:11:22, 616 ნახვა
კომენტარი
ივანე მაჭავარიანი: სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას
სექტემბრის ეკონომიკური მაჩვენებლებით, ჩვენ ვხედავთ ძალიან პოზიტიურ ტენდენციას, - ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა დღეს, საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, დაფიქსირდა -0.7%-იანი შეცირება. „ეს ნიშნავს იმას, რომ თითქმის ისეთივე ეკონომიკური აქტივობები გვაქვს სექტემბერში, რაც გვქონდა შარშან. ამავე დროს, უნდა უნდა გვხასოვდეს, რომ სხვადასხვა შეფასებით, ტურიზმის წილი ჩვენს ეკონომიკაში, დაახლოებით, 9-11%-ია და ჩვენ სწორედ ეს მონაცემები დაგვაკლდა. მიუხედავად ამისა, პრაქტიკულად, შარშანდელ დონეზე ვართ. რას ნიშნავს ეს - ჩვენ წელს ეკონომიკას მივეცით სერიზული ფისკლაური სტიმული, ბიუჯეტის დეფიციტი გავზარდეთ 8,5%-ით. ამ სტიმულის საფუძველზე, მოხდა ნაწილობრივი კომპენსაცია იმ ეკონომიკური დანაკლისისა, რაც გამოიწვია ტურიზმის ვარდნამ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ფისკალური სტიმული მუშაობს და რომ ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და პასუხი 2020 წლის კრიზისის მიმართ, იყო ადეკვატური", - განაცხადა ფინანსთა მინისტრმა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, ამ შეფასებას ადასტურებენ საერთაშორისო პარტნიორები, მათ შორის, საერთაშორისო სავალუტო ფონდი. „მხოლოდ ჩემს სიტყვებს რომ არ დაეყრდნოთ, მოვიშველიებ საერთაშორისო სავალუტო ფონდის ბოლო პერიოდის ეკონომიკურ პროგნოზს, სადაც ფონდი აღნიშნავს, რომ 2021–2025 წლებში, არის მოლოდინი იმისა, რომ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება ყველაზე უფრო დიდი მაჩვენებლით, დაახლოებით, 5%-ით ვიდრე რეგიონის ქვეყნების, რეგიონი კი მოიცავს ევროპას, ახლო აღმოსავლეთს, სამხრეთ კავკასიას და დსთ-ის ქვეყნებს. ანუ მოლოდინია, რომ ჩვენ გვექნება ყველაზე მაღალი ზრდა 4-5 წელიწადში, რაც ნიშნავს იმას, რომ აღდგენის პროცესი იქნება ყველაზე სწრაფი", - განაცხადა ივანე მაჭავარიანმა. როგორც მან აღნიშნა, სექტემბერთან ერთად, საკმაოდ კარგი აქტივობაა ოქტომბერშიც, რასაც შენარჩუნება სჭირდება.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)