|
2020-10-30 11:57:41, 817 ნახვა
კომენტარი
მერაბ ჭიქაშვილი - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა, რომ მასში მონაწილეობა მაღალი თანამადებობის პირებს მიაღებინო?
"პატრიოტთა ალიანსის" გლდანის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა მერაბ ჭიქაშვილმა 2008 წელს გასაჯაროებულ პატიმრების წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ამსახველ კადრებთან დაკავშირებით ისაუბრა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ შეუძლებელია კადრების ისე დადგმა და ინსცენირება, რომ მასში მონაწილეობას ციხისა და დეპარტამენტების უფროსებს, მინისტრების მოადგილეებს აღებინებდე. მერაბ ჭიქაშვილის თქმით, სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ დღეს ამ კადრების სიყალბეზე ალაპარაკდნენ. "თითოეული ვიდეოჩანაწერის გახსენება მძიმე სტრესს აყენებს იმ ადამიანებს, ვინც თავის დროზე წინ აღუდგა "ნაციონალური მოძრაობის" რეჟიმს. როდესაც საუბრობენ, რომ ეს კადრები არის დადგმული, ისმის კითხვა - როგორ შეიძლება კადრების ისე დადგმა და ინსცენირება, რომ მასში მონაწილეობა მიაღებინო ციხის უფროსობას, დეპარტამენტების უფროსებს, მინისტრის მოადგილეებს? რაც არ უნდა დიდი ფინანსური შესაძლებლობა მქონოდა, როგორ მოვახერხებდი მე მსგავსი სცენების დადგმას, სადაც მონაწილეობას მივაღებინებდი მაშინდელ მაღალი თანამადებობის პირებს? როგორ წარმოგიდგენიათ ამის დადგმა?! 2012 წლის კადრები დადგმული რომ ყოფილიყო, ამდენი ხნის განმავლობაში სააკაშვილი თავისი ტელევიზიებით, თავისი მოსყიდული ე.წ. პოლიციელებით ამას ვერ დაამტკიცებდა?! ერთი ადამიანი მაინც მითხარით, რომელიც იტყვის, რომ ამ ძალადობის ამსახველ კადრებში მონაწილეობისათვის ფული აიღო. ჩვენ ძალიან კარგად ვიცით, რეალურად ვის ზურგზე გადაიარა ამ კადრებმა. 300 000 ადამიანი იყო პრობაციონერი, 30 000-მა ციხე გამოიარა! სწორედ "ქართული ოცნების" დამსახურებაა, რომ დღეს ამ კადრების სიყალბეზე საუბრობენ!", - განაცხადა მერაბ ჭიქაშვილმა. https://www.youtube.com/watch?v=d0bZPiyJPwk
„ფორმულას" განცხადებით, დავალიანების გამო არხის ღია სიგნალით მაუწყებლობა შეწყდა
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)