|
2020-10-29 12:42:45, 698 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე პრემიერის განცხადებაზე - ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით ურცხვი ტყუილია, ამას თავად აკეთებენ
„ოცნების“ მხრიდან ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის ურცხვი ტყუილი და ეს არის რეალურად ის, რასაც თავად აკეთებენ, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე პრემიერის განცხადებას, რომლის თანახმად ზოგიერთი ოპოზიციური პარტია კორონავირუსის პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. მისი თქმით, ერთადერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომელიც პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს, „ქართული ოცნებაა“. „ერთადერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა, რომელიც პანდემიას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს არის „ქართული ოცნება“. ისინი ჯერ შეეცადნენ, რომ პანდემიის დამარცხება გაესაღებინათ თავიანთ მთავარ წარმატებად და სამარცხვინოდ საარჩევნო ბუკლეტებიც კი დაარიგეს, სადაც მარტო იმაზე იყო საუბარი, თუ როგორ ძლიეს კოვიდს, ოღონდ მერე ყველამ ვნახეთ თუ როგორ გაზიარდა რიცხვები, მოიმატა დაინფიცირებულთა რაოდენობამ და ასევე გარდაცვლილთა რაოდენობამ. ახლა, სამარცხვინოდ ასევე, ეს სამარცხვინო პოლიტიკური ძალა ნაკლებ ტესტებს ატარებს, რომ არ გაიზარდოს ინფიცირებულთა რაოდენობა და ასევე სამარცხვინოდ ორშაბათიდან აპირებენ ლოქდაუნს, ოღონდ ამაზე მოსახლეობას არაფერს არ ელაპარაკებიან. ამიტომ, მათი მხრიდან ნებისმიერი ბრალდება კოვიდის პოლიტიზაციასთან დაკავშირებით არის უბრალოდ ურცხვი ტყუილი და ეს არის რეალურად ის, რასაც თავად აკეთებენ და არა ოპოზიციური ძალები“, - განაცხადა კაპანაძემ. ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, ზოგიერთი უპასუხისმგებლო პოლიტიკური ძალა გლობალური ეპიდემიის პოლიტიკური ინტერესების ჭრილში გამოყენებას ცდილობს.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)