|
2020-10-29 12:30:23, 499 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: მთავრობის ორეტაპიანი გეგმის ფარგლებში, 2024 წლის ბოლოს საქართველოს გაზიფიცირების მაჩვენებელი 90 პროცენტს გადააჭარბებს
„მიღებულია გადაწყვეტილება, რომ საქართველოს რეგიონებში მიმდინარე აქტიური გაზიფიცირების პროცესი გაგრძელდეს 2022-24 წლებში და დამატებით, ქვეყნის კიდევ 211 დასახლებული პუნქტი გაზიფიცირდეს. ეს იმას ნიშნავს, რომ ახალი, ორეტაპიანი გეგმის გეგმის ფარგლებში, 2019 წლიდან დაწყებული, 2024 წლით დასრულებული, დამატებით 600 დასახლებულ პუნქტზე მეტი იქნება ბუნებრივი აირით უზრუნველყოფილი და ქვეყნის გაზიფიცირების დონე 90 პროცენტს გადააჭარბებს, რაც არის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ევროპაში", - ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრის ინფორმაციით, მიმდინარე გეგმის ფარგლებში, უკვე გაზიფიცირდა ან უახლოეს თვეებში დასრულდება სამუშაოები საქართველოს 384 დასახლებულ პუნქტში და მთლიანად, გაზიფიცირებული ოჯახების რაოდენობა საქართველოს მასშტაბით 1 400 000 მიაღწევს. „ეს პროექტი მიმდინარეობს წარმატებით და მიუხედავად კოვიდისა, სამუშაოები ვადაზე ადრე სრულდება. აქედან გამომდინარე, გადავწყვიტეთ, რომ უფრო მეტი იყოს გაზიფიცირების დაფარვა და რეგიონებში გაფართოვდეს ეს ქსელი, შესაბამისად, დავამტკიცეთ გეგმის გაგრძელება 2022-24 წლებში" - აღნიშნა მინისტრმა. მისივე შეფასებით, ეს არის იმ ახალი პრიორიტეტების ნათელი გამოხატულება, რაც სახელისუფლებო გუნდმა დაადგინა. „2012 წლამდე ძირითადი აქცენტი კეთდებოდა თბილისზე და მხოლოდ დედაქალაქი იყო სრულყოფილად დაფარული გაზის ინფრასტრუქტურით, ახლა ჩვენი ძირითადი საზრუნავი არის რეგიონებში და ეს სიკეთე რეგიონებში იქნება ძალიან ფართოდ წარმოდგენილი" - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.
ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ რუსეთსა და ჩინეთზე უკეთესადაც კი ჯაშუშობს, ვიდრე ისინი ვაშინგტონზე
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)