|
2020-10-28 21:47:57, 781 ნახვა
ეკონომიკა
ნათია თურნავა - ჩვენთვის მნიშვნელოვანია მეშახტეების შრომითი პირობების გაუმჯობესება და ამას კომპანიის მენეჯმენტსაც მკაცრად მოვთხოვთ
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ტყიბულში, კომპანია „საქნახშირში" დასაქმებულ მეშახტეებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდენ "საქნახშირის" მფლობელი კომპანია Steel International Trade Company-ის მენეჯერი ალექსანდრე ჩოჩია და სახელმწიფო რწმუნებული იმერეთის რეგიონში ზვიად შალამბერიძე. ნათია თურნავა ადგილზე გაეცნო ტყიბულის შახტაში ახალი ინვესტორის მისვლის შემდეგ განხორციელებულ ცვლილებებს, განახლებულ ინფრასტრუქტურას, მეშახტეების სამუშაო პირობებს და პირადად მოისმინა მეშახტეებისგან მათი სამუშაო პირობების შესახებ. მეშახტეებთან შეხვედრისას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მეშახტეების უსაფრთხოება მთავარი საზრუნავია და უაღრესად მნიშნელოვანია, რომ ადგილობრივი ნახშირის მოპოვება უსაფრთხოდ, შრომის პირობების სრული დაცვით მიმდინარეობდეს. „მიხარია, რომ ახალი მენეჯმენტი ამ თვალსაზრისით ბევრს აკეთებს და აუმჯობესებს მეშახტეების შრომის პირობებს. ამ პერიოდში ბევრი რამ გაკეთდა მათი მატერიალურ-ტექნიკური ბაზის, კვების პირობების, ჯანმრთელობის დაცვის კუთხით შეთავაზებული სერვისების და მთლიანობაში შრომითი პირობების გაუმჯობესებისთვის. თუმცა, მთავარი აქცენტი, რა თქმა უნდა, შრომის უსაფრთხო პირობებზე უნდა გაკეთდეს. ჩვენ, ხელისუფლება, ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მეშახტეების შრომითი პირობები გაუმჯობესდეს და ამას ინვესტორი კომპანიისგანაც მკაცრად მოვითხოვთ, რადგან ჯერ კიდევ ბევრი რამ არის გასაკეთებელი", - აღნიშნა ნათია თურნავამ. მისივე თქმით, ქართული ნახშირი არის ქვეყნის ენერგეტიკული დამოუკიდებლობის საწინდარი და სამომავლოდ ენერგეტიკაში ქართული ნახშირის მეტად გამოყენება იგეგმება. მინისტრმა ასევე იმედი გამოთქვა, რომ უახლოეს პერიოდში მწყობრში ჩადგება თბოსადგურიც. ტყიბულის შახტში ახალი ინვესტორი კომპანიის მისვლის შემდეგ უკვე განხორციელდა მნიშვნელოვანი ცვლილებები, კერძოდ გარემონტდა და მოეწყო მიწისზედა კომპლექსი, განახლდა აბანო-გარდერობები და დამხმარე სათავსოები, სასადილო, მიმდინარეობს თანამშრომლების პირადი აღჭურვილობისა და საჭირო ეკიპირების სრული განახლება, გამართულად მუშაობს ავტომატური საგაზო დაცვა, შახტები აღიჭურვა საიმედო გაზის საზომი აპარატებით, აღდგა მწყობრიდან გამოსული მექანიზმები, განხორციელდა მიწისქვეშა გვირაბების სარეაბილიტაციო და გადამაგრებითი სამუშაოები; მოხდა ახალი მიწისქვეშა გვირაბების გაყვანა, გარემონტდა და დამზადდა ახალი სახალხო ვაგონები და სხვა.
“ნაციონალურ მოძრაობას“ შსს-მ რიყის დოქებთან სააკაშვილის მხარდამჭერი აქციის განართვის ნებართვა არ მისცა
რუსთავში მარტოხელა დედას სამი შვილით ბინიდან ასახლებენ - ვიდეო
ირანის ელჩი თბილისში საელჩოს ფასადზე ქეთევან დედოფლის გამოსახულების განათებას ეხმაურება
ჰეგსეთმა პენტაგონს დაავალა, შუალედურ არჩევნებში უცხოური ჩარევის წინააღმდეგ ბრძოლა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)