|
2015-09-22 13:34:08, 1164 ნახვა
სამხედრო
ბრიტანელმა მწვრთნელმა მჯდომარე ფრენბურთში მასტერკლასი გამართა
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლებსა და ISAF-ის საერთაშორისო მისიებში დაჭრილი ქართველი სამხედრო მოსამსახურეები მჯდომარე ფრენბურთში პროფესიონალურ მომზადებას ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს მწვრთნელთან, რიჩარდ ოზბორნთან გადიან. ეს ბრიტანელი მწვრთნელის მეორე სამუშაო ვიზიტია საქართველოში. მან დაჭრილი ქართველი სამხედროები მარტში სან-დიეგოს საერთაშორისო შეჯიბრებებში მონაწილეობისთვის მოამზადა. პროფესიონალი მწვრთნელი წელს გუნდს ახალი მოთამაშეებით აკომპლექტებს და ქართველ სამხედროებს საერთაშორისო ჩემპიონატისთვის ამზადებს, რომელიც ამერიკის შეერთებულ შტატებში მაისში გაიმართება. თავდაცვის სამინისტროში გამართულ მასტერკლასს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე, გენერალური შტაბის უფროსის მოადგილე, პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და დიდი ბრიტანეთის თავდაცვის ატაშე, ვიცე-პოლკოვნიკი ნიკ ვილკესი დაესწრნენ. მათ განსაკუთრებით აღნიშნეს ქართველი სამხედროების მომზადება, შემართება და სულისკვეთება, რომელიც ნებისმიერი ასპარეზობისთვის მნიშვნელოვანია. ქართველმა სამხედროებმა პირველობა უკვე მოიპოვეს სპორტის სხვა სახეობაში - მჯდომარე ფეხბურთში. საერთაშორისო შეჯიბრებები -"დაჭრილ მეომართა თამაშები" („WOUNDED WORRIERS GAMES“) მიმდინარე წლის 1-12 მარტს კალიფორნიის შტატის საზღვაო ქვეითთა ბაზა - პენდელტონზე გაიმართა.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)