00:25 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-27 16:48:40, 1601 ნახვა

ომი უკრაინაში
ამირან გამყრელიძე - დღეისთვის 1678 სამედიცინო პერსონალი გვყავს ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ია

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, საქართველოში დღეისთვის 1678 სამედიცინო პერსონალია ინფიცირებული, რაც საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ია.

მისი თქმით, სამედიცინო პერსონალის წარმომადგენლები ინფიცირდებიან არა მხოლოდ სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, არამედ ოჯახურ პირობებშიც.

„სამწუხაროდ, საკმაოდ ინტენსიურად ინფიცირდება ჩვენი კოლეგა სამედიცინო პერსონალი, ასეთი დღეის დილისთვის გვყავდა 90. ჩვენ სამედიცინო პერსონალი ყველაზე მოწყვლადი ფენა ვართ მოსახლეობის და ამიტომ, ინფიცირების მაჩვენებელი მზარდია სამედიცინო პერსონალში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი და ყველგან ასეა. როდესაც გაზაფხულზე შემთხვევათა რაოდენობა შედარებით ცოტა იყო, გვყავდა 140-მდე სამედიცნო პერსონალი ინფიცირებული, რომელიც საერთო ინფიცრებულთა 12-13%-ს შორის მერყეობდა, დღეისთვის ჩვენ გვყავს 1678 სამედიცინო პერსონალი ინფიცირებული რაც შეადგენს საერთო ინფიცირებულთა 5.2%-ს.

აბსოლუტურ რიცხვში, რა თქმა უნდა, გაზრდილია ჩემი კოლეგა ექიმების ინფიცირების რიცხვი, მაგრამ შეფარდებითი მაჩვენებელი შემცირებულია. აქ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რომ ჩვენი კოლეგები ინფიცირდებიან არა მარტო სამუშაო პირობებში, არამედ საყოფაცხოვრებო, ოჯახურ პირობებშიც, როდესაც გვაქვს ინტენსიური შიდა გავრცელება ქვეყანაში ინფექციის. ამიტომ, აქ მოულოდნელი არაფერია, მაგრა დიდი ყურადღება უნდა ექცეოდეს ინფექციის კონტროლს სამედიცინო დაწესებულებებში, რათა დავიცვათ მაქსიმალურად სამედიცინო პერსონალი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics