|
2020-10-25 14:20:55, 1059 ნახვა
რეგიონი
აჭარაში პირველად კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურა ეწყობა
ექსტრემალური ტურიზმის მოყვარულებს აჭარაში ჩანჩქერებზე თოკით დაშვება შეეძლებათ. კანიონინგისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობა უჩხოს ხეობაში, 12 კასკადოვან ჩანჩქერზე მიმდინარეობს. ამ ეტაპზე, უკვე მოეწყო 22 სადგური, სადაც თავგადასავლების მოყვარულები უჩხოს კილომეტრნახევრიანი კანიონის დალაშქვრასა და ჩანჩქერებზე დაშვებას შეძლებენ. პროექტს აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო ევროკავშირის დაფინანსებითა (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით, ENPARD-ის პროგრამის ფარგლებში ანხორციელებს. „უჩხოსწყლის ხეობა გამორჩეულია კასკადოვანი ჩანჩქერების რაოდენობითა და ბიომრავალფეროვნებით, რამაც საშუალება მოგვცა აჭარაში პირველად შეგვექმნა ტურისტული პროდუქტი კანიონერებისთვის. ჩანჩქერებიდან ყველაზე მაღალი, სადაც კანიონერები თოკით დაშვებას შეძლებლენ 25 მეტრია, რაც საკმაოდ მიმზიდველი იქნება ახალი ემოციებისა და თავგადასავლების მაძიებლებისთვის. ჩვენთვის მნიშვნელოვანია შევქმნათ განსხვავებული და საინტერესო ტურისტული პროდუქტები მთიანაჭარაში, რაც სხვადასახვა კატეგორიის ტურისტის მოზიდვაში დაგვეხმარება. რაც მთავარია, ყველა პროდუქტი იქმნება ტურისტული პოტენციალის კვლევების შედეგად. ასე მოხდა, კანიონინგის შემთხვევაშიც, როცა უჩხოს ხეობაში 12 კასკადოვანი ჩანჩქერი და კანიონერებისთვის საინტერესო ტურისტული მიმართულება გამოიკვეთა,“ განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელმა ლელა გოგუაძემ. აჭარის ტურიზმის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტო მთიანიაჭარის ტურისტული პოტენციალის განვითარების მიმართულებით 2015 წლიდან მუშაობს. დღემდე, სააგენტოს მიერ მთიანაჭარაში 15 ტურისტული მარშრუტია მარკირებული. გრძელდება მუშაობა ჩირუხში ტურისტული პროდუქტის შექმნის, მთიანაჭარაში საპიკნიკე ზონების, ველობილიკის ინფრასტრუქტურის მოწყობისა და ხიხანის ციხეზე ასასვლელი ბილიკის პროექტის მიმართულებით.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)