10:37 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-24 15:32:31, 797 ნახვა

კომენტარი
გიორგი ვაშაძე - ზუგდიდში მომხდარმა ბანკის ძარცვამ ჩვენს თვალწინ გააშიშვლა სისტემა

„ზუგდიდში მომხდარმა ბანკის ძარცვამ ჩვენს თვალწინ გააშიშვლა სისტემა“, - ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

ვაშაძე აღნიშნავს, რომ ეკონომიკა ჩამოიშალა, გაკოტრდა მცირე და საშუალო ბიზნესი და ჩამოიშალა ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ.

„დღეს ვართ მომსწრე, როგორ ჩამოიშალა, ჩვენს თვალწინ ბოლომდე გაშიშვლდა სისტემა -ჩამოშლილი ქართული ეკონომიკა,  200 000 უმუშევარი ადამიანი, გაკოტრებული მცირე და საშუალო ბიზნესი, ჩამოშლილია ბრძოლა კორონავირუსის წინააღმდეგ, მოსამზადებელი პერიოდი ხელისუფლებამ ფულის კეთებაში გაატარა.

ბოლო დღეები ვხედავთ ჩამოშლილი კრიმინოგენულ სიტუაციას ქვეყანაში, ზუგდიდში მომხდარმა ბანკის ძარცვამ ჩვენს თვალწინ გააშიშვლა სისტემა, რომელიც მხოლოდ საკუთარი ჯიბესა და არა ხალხის უსაფრთხოებას ემსახურება“, - განაცხადა ვაშაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ტრამპმა პუტინს შესთავაზა, რომ რუსული გაზი ევროკავშირს ამერიკული „საფარის“ მეშვეობით მიყიდოს
ჰაკერებმა რუსეთისა და უკრაინის განგაშის აპლიკაციები გატეხეს და ბირთვული დარტყმების შესახებ ცრუ შეტყობინებებს ავრცელებდნენ
მერკელმა განაცხადა პოპულიზმის საფრთხის შესახებ, რაც მისი აზრით გერმანულ საზოგადოებას გახლეჩს
ბულგარეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ილიანა იოტოვამ გაიმარჯვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics