|
2020-10-24 10:24:54, 901 ნახვა
რეგიონი
სიღნაღის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა
სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივის „ქართული ხილი“ ახალი სამაცივრო მეურნეობა სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა, ილია თამარაშვილმა, კახეთის მხარის რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებელთან, ირაკლი შიოლაშვილთან ერთად დაათვალიერა. „სოფლის განვითარების სააგენტოს ხელშეწყობით, კიდევ ერთი სამაცივრო მეურნეობა ამოქმედდა. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსური მხარდაჭერა ფერმერებისა და აგრობიზნესით დაინტერესებული პირებისათვის მნიშვნელოვანი სტიმულია წარმოების განვითარებისათვის. 2013 წლიდან დღემდე, სახელმწიფოს დახმარებით, მხოლოდ კახეთის რეგიონში 82 ახალი საწარმო დაფინანსდა“, - განაცხადა ილია თამარაშვილმა. კახეთის მხარის სახელმწიფო რწმუნებულის მოვალეობის შემსრულებლის, ირაკლი შიოშვილის განცხადებით, დამატებით სამუშაო ადგილების შექმნა მნიშვნელოვანია რეგიონის ეკონომიკური გაძლიერებისთვის. სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივი „ქართული ხილი“ 2019 წელს დარეგისტრირდა. მასში 5 მეპაიეა გაერთიანებული. კოოპერაციულ საწარმოში, ჯამურად, 1 მლნ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდა აქედან, 600,000 ლარი გრანტია, შეღავათიანი აგროკრედიტი კი, 600,000 ლარს აჭარბებს. დანარჩენი თანხა კოოპერატივის წევრების ინვესტიციაა. სამაცივრო მეურნეობაში 800-1000 ტონა ხილის შენახვაა შესაძლებელი. კოოპერატივი პროდუქციის რეალიზაციას ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე გეგმავს. კოოპერაციულ საწარმოში სეზონურად 15, მუდმივად 10 ადამიანია დასაქმებული.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)