|
2020-10-23 13:36:29, 1336 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა
საქართველოს თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP) მიღებიდან 5 წლისთავთან დაკავშირებით გამართულ საინფორმაციო შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილმა SNGP-ის ინიციატივების განხორციელების პროცესში მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა. მინისტრმა ნატოს წევრ და პარტნიორ ქვეყნებს არსებითი პაკეტის წარმატებით განხორციელებაში შეტანილი წვლილისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა. მინისტრმა არსებითი პაკეტით განსაზღვრული ინიციატივების წარმატებით განხორციელებაში გერმანიის ხელმძღვანელობით ნატოს ძირითადი ჯგუფის ჩართულობა ხაზგასმით აღნიშნა. „საქართველოსა და ნატოს სამეთაურო სტრუქტურას შორის გაზრდილი თანამშრომლობა არის დასტური ჩვენი პრინციპისა - მეტი ნატო საქართველოში და მეტი საქართველო ნატოში, რაც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს ნატო-საქართველოს მტკიცე თანამშრომლობას,“- განაცხადა თავდაცვის უწყების ხელმძღვანელმა. ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა 2019 წელს საქართველოში ჩრდილოატლანტიკური საბჭოს (NAC) ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში არსებითი პაკეტის განახლების შესახებ მიღებული გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც წლის ბოლოს განახლებული არსებითი პაკეტით ნატო-საქართველოს ურთიერთობაში ახალი, კიდევ უფრო ინტენსიური ეტაპი დაიწყება. ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა საქართველოში გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში, რომელმაც უელსის სამიტზე მიღებული SNGP-ის იმპლემენტაცია და საქართველოსთვის მისი მნიშვნელობა მიმოიხილა. სიტყვით გამომსვლელებს შორის, ასევე, იყვნენ საქართველოში პოლონეთის ელჩი მარიუშ მაშკიევიჩი და ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი როსარია პუგლისი. შეხვედრაზე წარმოდგენილი იყო პრეზენტაციაც, რომელიც საქართველოში 5 წლის განმავლობაში ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტით გათვალისწინებული ღონისძიებების ანგარიშს ასახავდა. SNGP-ის საინფორმაციო შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი, თავდაცვის ძალების მეთაური, გენერალ-მაიორი გიორგი მათიაშვილი და მისი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრნენ. ღონისძიება „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ საქართველოში გერმანიის საელჩოს ორგანიზებით გაიმართა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)