|
2020-10-22 16:10:03, 805 ნახვა
რეგიონი
85-ე საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში გაიხსნა
საზოგადოებრივი ცენტრი ნინოწმინდაში იუსტიციის მინისტრის მოადგილე სოსო გიორგაძემ გახსნა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერი ანივარდ (ანი) მოსოიანი და მოწვეული სტუმრები. ნინოწმინდის საზოგადოებრივი ცენტრი სამცხე-ჯავახეთის მხარეში რიგით მეცხრეა. ცენტრები ფუნქციონირებს: ფოკაში, ვალეში, ბარალეთში, კუმურდოში, ბაკურიანში, აწყურში, ადიგენსა და ასპინძაში. ახალგახსნილი ცენტრი ნინოწმინდისა და მიმდებარე სოფლების – ასპარის, განძის, გორელოვკის, დიდი და პატარა კონდურის, დილიფის, დიდი და პატარა ხანჩლის, ეფრემოვკის, ვლადიმიროვკის, თორიას, კათნატუს, მამზარის, ორლოვკის, ოროჯალარის, პატარა არაგიალის, პატარა ხორენიის, ჟდანოვაკანის, როდიონოვკის, სათხის, სამების, საღამოს, სპასოვკის, ტამბოვკის, უჩმანის, ღაურმის, ღულალისის, ჯიგრაშენის, ჰეშტიის – 30 000-ზე მეტ მცხოვრებს მოემსახურება. საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით ნინოწმინდაში იუსტიციის სამინისტროს ტერიტორიული სამსახურების საბჭოთა ინფრასტრუქტურის ეპოქა დასრულდა და ის ევროპული ტიპის თანამედროვე სტანდარტის შენობით ჩანაცვლდა, სადაც მოსახლეობა შეძლებს, კომფორტულ გარემოში მიიღოს სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტი მომსახურება. მომხმარებელი ე.წ. ერთი ფანჯრის პრინციპით აიღებს პასპორტს, პირადობის მოწმობას, დაარეგისტრირებს უძრავ ქონებას, მიიღებს საკადასტრო გეგმას და სხვ. ნინოწმინდის საზოგადოებრივ ცენტრში გახსნის დღიდანვე ხელმისაწვდომია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციისა და სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს სერვისები. ეს მომსახურებები ხელმისაწვდომი იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში სამთავრობო პროგრამის – „სახელმწიფო – შენი პარტნიორი“ – ფარგლებში გახდა. პროგრამის მიზანი მეწარმეობისა და ფერმერული მეურნეობების განვითარების სტიმულირებაა. ნინოწმინდის საზოგადოებრივ ცენტრში მოქალაქეებს „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურების მიღებაც შეუძლიათ. ყველასათვის ხელმისაწვდომია უკაბელო უფასო ინტერნეტი და სკაიპის ოთახი. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკაა, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც არის დაცული. ბეჭდური და ციფრული ბიბლიოთეკა, უფასო ინტერნეტი მოზარდებსა და ახალგაზრდებს საშუალებას აძლევს, სწავლების თანამედროვე მეთოდების გამოყენებით შეიძინონ ცოდნა. ადგილობრივი მოსახლეობის სამოქალაქო ჩართულობის სტიმულირებისთვის ცენტრში თანამედროვე ტექნიკით აღჭურვილი შეხვედრების დარბაზია მოწყობილი, სადაც სხვადასხვა შინაარსის საინფორმაციო-საგანმანათლებლო შეხვედრის, პრეზენტაციის გამართვა და დისტანციური სასწავლო პროცესების ორგანიზებაა შესაძლებელი. სახელმწიფოს მიერ გამოყოფილი რესურსით საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა წელს აქტიურად მიმდინარეობს. 2020 წელს საზოგადოებრივი ცენტრები გაიხსნა საქართველოს სხვადასხვა რეგიონში: ჭრებალოში, აბაშაში, ხობში, ჭიათურაში, ვანში, ხარაგაულში, ჩოხატაურში, დედოფლისწყაროსა და ასპინძაში. საზოგადოებრივი ცენტრების პროექტი ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება.
ევროკავშირმა დაგმო ირანში რეპრესიები და სიკვდილით დასჯა
ტრამპი ევროპას - ჩვენ მხოლოდ უნდა ვთქვათ: „იცით რა? ჩვენ აღარ ვვაჭრობთ თქვენთან
კონგრესმა მიიღო კანონპროექტი ჯოჯოხეთური სანქციები“ რუსეთის წინააღმდეგ „ და დოკუმენტი ხელმოსაწერად ტრამპს გაუგზავნა
უკრაინელების მოკლული გენერალ-მაიორი ანტონ გრუნისი, საქართველოს წინააღმდეგ 2008 წელს ომობდა
|
რედაქტორის რჩევით
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
რა კავშირები აქვს სომეხ ბიზნესმენს რუსეთთან რომელმაც ბილტმორი და ტერაბანკი იყიდა
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)