08:41 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-21 11:27:23, 561 ნახვა

ეკონომიკა
„აწარმოე საქართველოში“ მხარდაჭერით „რკო“-ს ბავშვის ტანსაცმელი უკვე ევროპასა და აზიაში იყიდება

სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ხელშეწყობით, საბავშვო ტანსაცმლისა და აქსესუარების მწარმოებელი „რკო"-ს პროდუქციის ექსპორტი ევროპასა და აზიაში ხორციელდება.

სააგენტოს ექსპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით, კომპანიამ პარიზის საერთაშორისოდ აღიარებულ გამოფენაზე უკვე მეორედ შეძლო დასწრება. აღნიშნულ ღონისძიებებზე „რკო" ყოველთვის ყურადღების ცენტრში ექცევა და ქართული კომპანიის მიმართ ინტერესს აჩენს მსოფლიო მოდის ინდუსტრიაში.

სწორედ საერთაშორისო გამოფენებზე საბავშვო ტანსაცმლის წარდგენით, „რკო"-მ მნიშვნელოვანი ბიზნესკავშირები დაამყარა სხვადასხვა საერთაშორისო კომპანიასთან და უკვე დაიწყო პროდუქტების ექსპორტზე გატანა ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა საფრანგეთი, ინგლისი, დანია და გერმანია.

„უკვე მეორე წელია სააგენტოს „აწარმოე საქართველოში" ხელშეწყობით პარიზში, დიდ საბავშვო ტანსაცმლის გამოფენაში ვიღებთ მონაწილეობას, რამაც ჩვენთვის შესაძლებელი გახადა წარმატების მიღწევა საერთაშორისო ბაზრებზე" - აცხადებს თაკო მეგრელიშვილი, „რკო"-ს თანადამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ კომპანია ჩინეთისა და სამხრეთ კორეის ბაზრებზეც იწყებს შესვლას და აქტიურად თანამშრომლობს საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელ პრესტიჟულ, ბრიტანულ კომპანიასთან.

„რკო" დაარსდა 2016 წელს, თაკო მეგრელიშვილის და თამუნა და ნინო მესარიკიშვილების მიერ. ამჟამად, კომპანია დაახლოებით 70 ქალს ასაქმებს, რომლებსაც საშუალება აქვთ იმუშაონ სახლის პირობებში და ამ გზით მოახდინონ თვითრეალიზაცია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics