|
2020-10-19 12:41:09, 1029 ნახვა
რეგიონი
ბათუმის განახლებულ ავტოპარკს ელექტროავტობუსები შეემატა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ ქალაქ ბათუმის მერთან არჩილ ჩიქოვანთან ერთად, ბათუმელებს ახალი ელექტროავტობუსები წარუდგინა. როგორც რიჟვაძემ განაცხადა, თანამედროვე მსოფლიო ელექტროტრანსპორტზე გადადის და ამ მიმართულებით, გამონაკლისი არც ბათუმია. მთავრობის თავმჯდომარემ მუნიციპალური ტრანსპორტის განვითარების პერსპექტივებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქალაქის ავტოპარკის განახლება მომავალ წელსაც გაგრძელდება. „ბათუმს განახლებული ავტოპარკი აქვს. ეს არის ელექტროავტობუსების შემადგენლობა, რომლებიც EBRD-ის დაფინანსებით არის შეძენილი. ქალაქის ახალი სატრანსპორტო პოლიტიკა, რომელიც გულისხმობს ქალაქის ავტო სატრანსპორტო პარკის ეტაპობრივად განახლება, პანდემიის მიუხედავად არ გაჩერებულა. ეს არის თანამედროვე სერვისით აღჭურვილი ავტობუსები, რომელიც ადაპტირებულია შშმ პირებზე. ბათუმი იქნება ერთ-ერთი პირველი ქალაქი, სადაც ელექტროავტობუსები იმოძრავებს. ეს პროცესი მუდმივად განახლებულ რეჟიმში მომავალ წელსაც გაგრძელდება“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ. 70 მგზავრზე გათვლილი 9,5 მეტრი სიგრძის თანამედროვე სტანდარტების ელექტროავტობუსებში 24 დასაჯდომი ადგილია. ადაპტირებული შშმ პირთათვის. ტრანსპორტში დამონტაჟებულია გათბობა და კონდიცირება, ხმოვანი სისტემა და ვიდეოკამერები. ელექტროავტობუსს შეუძლია გაიაროს დატენვის გარეშე 25 კილომეტრი. ბათუმისთვის 8 ელექტროავტობუსის შესყიდვა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარებისა ბანკის (EBRD) მიერ საერთაშორისო ტენდერის საშუალებით განხორციელდა. ელექტროავტობუსების შეძენისათვის 3 მილიონ 777 ათასი ევრო დაიხარჯა. აღმოსავლეთ ევროპის ენერგოეფექტურობისა და გარემოს დაცვის პარტნიორობის (E5P) ფონდმა, რომლის უმსხვილესი დონორები არიან ევროკავშირი და შვედეთი, 1 მილიონ 500 ათასი ევრო გრანტის სახით გამოყო, დარჩენილი თანხა კი, EBRD-ის შეღავათიანი სესხია. ახალი ავტობუსების წარდგენას აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძე და მერიის ტრანსპორტის სამსახურის თანამშრომლები ესწრებოდნენ.
ტრამპი ამომრჩევლის მხარდაჭერას კარგავს: დემოკრატები რესპუბლიკელებს შვიდი პუნქტით უსწრებენ - NBC News
ცხოველთა სამარხების ამსახველი კადრების გავრცელების შემდეგ შსს-მ გამოძიება დაიწყო
შვეიცარიაში საპროტესტო აქციები პოლიციასთან შეტაკებებში გადაიზარდა
ჰაკერებმა როსტატის ვებსაიტი გატეხეს და განაცხადეს, რომ რუსეთის ომში დანაკარგების შესახებ მონაცემები მოიპარეს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)