|
2020-10-18 14:42:32, 1325 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის მინისტრი ვარკეთილში სამხედრო ქალაქში ბინების მშენებლობის პროცესს გაეცნო
ვარკეთილში, აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. წლის ბოლომდე, სხვადასხვა ლოკაციაზე ბინებს 600-ზე მეტი სამხედრო მოსამსახურე მიიღებს, რითაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების წინაშე 2007 წელს ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას სრულად შეასრულებს. დღეს ირაკლი ღარიბაშვილი აბაშვილის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობის პროცესს, თავდაცვის ძალების მეთაურთან, გენერალ-მაიორ გიორგი მათიაშვილთან და თავდაცვის მინისტრის მოადგილესთან, ჯუანშერ ბურჭულაძესთან ერთად, ადგილზე გაეცნო. ვარკეთილის სამხედრო ქალაქში N13 და N15 კორპუსების სამშენებლო-სარემონტო სამუშაოები წლის ბოლომდე დასრულდება. ამჟამად, ორივე კორპუსში მიმდინარეობს შიდა საინჟინრო-საკომუნიკაციო, გადატიხვრისა და ფასადის მოსაპირკეთებელი სამუშაოები. წლის ბოლოს ბინები სამხედროებს თეთრი კარკასის მდგომარეობაში ჩაბარდება. კორპუსები აღჭურვილი იქნება სამგზავრო და სატვირთო ლიფტებით, კეთილმოეწყობა და გამწვანდება კორპუსების მიმდებარე ტერიტორიაც. საქართველოს თავდაცვის სამინისტროში კონტრაქტის საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეებისთვის ბინების საკუთრებაში გადაცემა 2013 წლიდან დაიწყო. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური პირობების გაუმჯობესება და მათთვის სათანადო პირობების უზრუნველყოფა როგორც უწყების, ასევე მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტს წარმოადგენს. 2013 წლიდან დღემდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2007 წლის 19 მარტის №135 ბრძანებით დამტკიცებული კონტრაქტის საფუძველზე, თავდაცვის სამინისტროს ბალანსზე რიცხული ბინა, სახელმწიფოსგან საკუთრებაში გადაეცა 1374 პირს. სამხედრო მოსამსახურეებისთვის ღირსეული პირობების შექმნა და მათი საცხოვრებელი ბინებით უზრუნველყოფა თავდაცვის უწყების განახლებული სოციალური პოლიტიკის ერთი-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა.
აშშ უკრაინას 500 პატრიოტის ტიპის რაკეტას გადასცემს.
რუსული ტანკერები აშშ-ისკენ მიემართებიან, თუმცა კომპანიები გამოძიების შიშით, უარს ამბობენ საწვავის შეძენაზე, თუნდაც ფასდაკლებით
ტრამპი: მე არ დამიწყია ომი ირანთან, მათ დაიწყეს ჩვენთან ომი
საქართველოს ბანკის YouTube პროექტის - CREATOR-ის მეორე სეზონი იწყება
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)