|
2020-10-16 12:28:30, 403 ნახვა
კომენტარი
ირაკლი ღარიბაშვილი: დავით-გარეჯთან პირდაპირ ქედაზე გამოატარეს საზღვარი, მაშინ როცა, დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ
საქართველოსა და აზერბაიჯანის რესპუბლიკას შორის არსებული საზღვრის გარკვეულ მონაკვეთებზე დაკავშირებულ კარტოგრაფიული რუკების საკითხზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „ნამდვილი რიცხვები“ ისაუბრა. საქართველოს გენერალურ პროკურატურაში დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც ეხება უცხო ქვეყნისთვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისკენ მიმართულ მოქმედებას. ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველოს ყოფილი ხელისუფლება ღალატში დაადანაშაულა და განაცხადა, რომ „კოლექტიურ სააკაშვილებს“ მცდელობა ჰქონდათ საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის დროს გარკვეულ მონაკვეთებზე 1938 წლის ორიგინალი კარტოგრაფიული რუკის ნაცვლად 70-80-იანი წლების კარტოგრაფიული რუკები გამოეყენებინათ, რომლის მიხედვითაც საქართველოს კუთვნილი ტერიტორიის ნაწილი აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა. მინისტრმა კონკრეტული მაგალითიც დაასახელა. „ბაბაქი არის მწვერვალი, რომელიც ჩვენს დე-ფაქტო სარგებლობაში იყო. მიადგნენ ამ მწვერვალს 2006-2007 წლებში და მაშინ უცებ გაახსენდათ, რომ უნდა გამოიყენონ 1938 წლის 1:200 000-თან შეფარდებით რუკა. ამ რუკის მიხედვით აზერბაიჯანის მფლობელობაში მოექცა აღნიშნული სტრატეგიული სამხედრო დანიშნულების სიმაღლე და გადაეცა აზერბაიჯანს. მოვიდნენ დავით გარეჯთან უდაბნოს და ჩიჩხიტურის მხრიდან და პირდაპირ ქედზე გამოატარეს საზღვარი. მაშინ როდესაც, ქედის ქვევით - დაახლოებით 500 მეტრში უნდა გამოეტარებინათ საზღვარი. აზერბაიჯანის მხარეს აშენებული აქვს სასაზღვრო პუნქტი, რომელიც 1938 წლის კარტოგრაფიული რუკით ჩვენს ტერიტორიაზე ხვდება. 2007 წელს აზერბაიჯანის მესაზღვრეები დააყენეს უდაბნოში და იწყება ეს გაუგებრობა მას შემდეგ. ამ კითხვას ვსვამთ ჩვენ - რატომ არ იხელმძღვანელეთ 1938 წლის რუკით?“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშილმა. მინისტრმა კარტოგრაფიულ რუკებთან დაკავშირებით მამა კირიონთან შეხვედრა გაიხსენა, რომელმაც უთხრა, რომ ორიგინალი რუკა ქართულმა მხარემ ვერ მოიძია. „ჩვენივე ინიციატივით ვიყენებდით 70-80-იანი წლების რუკებს. თუ რომელიმე ქვეყანა გვაჩუქებს ან დააპირებს გამოთქვას სურვილი, რომ უფრო მეტი ტერიტორია მოგვცენ ვიდრე გვეკუთნის, რატომ არ ავიღებთ, ხომ?! ჩვენი მეგობარი აზერბაიჯანელები დარჩნენ ძალიან გაოცებულები. თქვეს, რომ ეს არ არის ორიგინალი რუკა, გავხსნათ ჩვენი არქივები და ვნახოთ რა რუკები გვაქვს. აქ არის ჩიხი უკვე. საქართველოს სახელმწიფოს მიეცა შესაძლებლობა, რომ იმ ორიგინალ რუკაზე დაბრუნებულიყო, საიდანაც უნდა წამოვსულიყავით ჩვენ რელურად, მაგრამ გავიჭედეთ იმიტომ, რომ ორიგინალი რუკები არ არსებობს. ორიგინალი რუკები გამოშვებულია ბერიას დროს და ბუნებრივია, ამ რუკების არქივი რუსეთშია. როგორ უნდა მოვიპოვოთ ეს არქივები ოკუპანტი ქვეყნიდან?! მე ბატონ ბიძინას ვაყენებ საქმის კურსში, რომ საჭიროა ამ რუკების მოძიება. მალე ვიღებ დავალებას, რომ ასეთი პიროვნება არის დავით ხიდაშელი - შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი, პატრიოტი კაცი, რომელიც სავარაუდოდ დაგვეხმარება ამ რუკების მოძიებაში“, - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)