|
2020-10-15 12:58:33, 620 ნახვა
კომენტარი
გიგი უგულავა - მეუფეების განცხადება, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი, გმირობის ტოლფასია
მეუფეების განცხადება, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი, გმირობის ტოლფასია, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ზუგდიდის მაჟორიტარობის კანდიდატი, გიგი უგულავა, დავით-გარეჯის საქმესა და მეუფეების განცხადებებს. მისი თქმით, ივანიშვილსა და რუსეთს ეკლესია სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ არ უნდა გამოვაყენებინოთ. როგორც მან აღნიშნა, რუსეთი კოლექტიური ჯაღმაიძეებისა და შალვა კეკელიების ხელით საქართველოს ერთ-ერთ უმთავრეს ინსტიტუტს, ეკლესიას ართმევს. „რუსეთი კოლექტიური ჯაღმაიძეების და შალვა კეკელიების ხელით, პრაქტიკულად გვართმევს ჩვენს ეკლესიას, რომელიც საქართველოსთვის ერთ-ერთი უმთავრესი ინსტიტუტია. ამ ფონზე, მეუფეების განცხადება, რომ ორი უდანაშაულო ადამიანი ივანიშვილს მძევლად ჰყავს აყვანილი, არის არამარტო მორალური თანადგომა ამ ადამიანებისათვის, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, მე საკუთარი გამოცდილებით შემიძლია ვთქვა, ეს არის ამოღებული ხმა და განცხადება, რომელიც სწორედ იმას გამოხატავს, რომ რაც არ უნდა და ვისი საშუალებითაც არ უნდა შეეცადოს ივანიშვილი, ის საქართველოს ეკლესიას ვერ და არ ჩააბარებს რუსეთს. ეს არის უმნიშვნელოვანესი ბრძოლის მონაკვეთი, რადგან ჩვენ სამწუხაროდ ვხედავთ, რომ რუსეთი პირდაპირ ცდილობს გამოიყენის ჩვენი ეკლესია საქართველოს სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამიტომ, ყველა პატრიოტის ვალია, ამოიღოს ხმა და აღუდგეს ამ პროცესს წინ. ჩვენ არ უნდა გამოვაყენებინოთ ივანიშვილსა და რუსეთს ჩვენი ეკლესია ჩვენი სახელმწიფოებრიობის წინააღმდეგ. ამიტომ, მართლაც გმირობის ტოლფასია მეუფეების განცხადება, მე ვიცი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი ეკლესიაში სწორედ ასე ფიქრობს და მე დარწმუნებული ვარ, რომ ივანიშვილის ხელით ჩვენს ეკლესიას რუსეთი ვერ დაგვინგრევს. ვუსურვებ ორ ივანიშვილის მძევალს, ორ პატრიოტ ადამიანს, გამძლეობას, მხნეობას და მე დარწმუნებული ვარ, რომ მათი პატიმრობა არის ხანმოკლე, მაგრამ მათი გმირობა ძალიან დიდი ხანი იქნება ჩვენ საზოგადეოაბში განხილვის საგანი. ეს საქმე თეთრი ძაფით არის შეკერილი, აქ ძალიან კარგად ჩანს რუსეთის სპეცსამსახურების ხელი, კარგად ჩანს, რომ ივანიშვილი საკუთარი ძალაუფლების შესანარჩუნებლად წამსველია ყველაფერზე, წამსვლელია იმაზე, რომ გახლიჩოს ეკლესია და ჩააბაროს ის რუსეთს, წამსვლელია იმაზე, რომ საშვილიშვილოდ გააფუჭოს ურთიერთობები ჩვენ სტრატეგიულ პარტნიორთან, აზერბაიჯანთან და რაც მთავარია, მზად არის ამისათვის გაწიროს საშვილიშვილოდ ის პროცესი, რომ თეორიულადაც კი მოუსპოს საქართველოს ის შანსი, რომ გარეჯის ერთიანი კომპლექსი ადრე თუ გვიან საქართველოს საზღვრებს ქვეშ მოექცეს, რადგან ეს მხოლოდ შესაძლებელია აზერბაიჯანთან ნორმალური, ადამიანური, სტრატეგიული და მეგობრული ურთიეთობების ფონზე. ამიტომ, ის პროცესი, რომელიც ივანიშვილმა წამოიწყო, საკუთარი უმეცრების გამო, საკუთარი ძალაუფლების შენარჩუმების გამო, ამავე დროს რუსეთის მაამებლობის გამო, ამ ყველაფერზე ქართული საზოგადოება მას ძალიან მკაცრ სასჯელს გამოუტანს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)