|
2015-09-19 14:59:09, 1322 ნახვა
სამხედრო
ქართველმა სამხედრო მფრინავებმა ავიაციის დღე აღნიშნეს
ალექსეევკის შერეულ საავიაციო ბაზაზე ქართული სამხედრო-საჰაერო ძალების 23 წლის იუბილე აღინიშნა. ქართველ სამხედრო მფრინავებს პროფესიული დღე საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ, ავიაციისა და საჰაერო სარდლის მოვალეობის შემსრულებელმა, პოლკოვნიკმა დავით აბრამიშვილმა და შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებმა მიულოცეს. „ავიაციის განვითარების გარეშე თანამედროვე შეიარაღებული ძალების ჩამოყალიბება და განვითარება წარმოუდგენელია. ჩვენ გვაქვს ნათელი ხედვა, თუ საითკენ და როგორ მივდივართ. საჰაერო ძალების განვითარება გულიდან და გონებიდან იწყება. საჰაერო ძალებში ამაღლებული განწყობაა, ძალიან მოტივირებული არიან. იმედი გვაქვს, რომ დასახულ მიზანს წარმატებით განვახორციელებთ“, - აღნიშნა შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ. ავიაციის დღესთან დაკავშირებით სამხედრო მფრინავთა ოჯახის წევრებისთვის ღია კარის დღე მოეწყო. ალექსეევკის შერეული საავიაციო ბაზის სამწყობრო მოედანზე მოწვეული სტუმრებისთვის სამხედრო-საჰაერო ტექნიკა გამოიფინა. „ალექსანდრე ქართველის საერთაშორისო საზოგადოების“ დამფუძნებელმა ლელა ქართველიშვილმა, საზოგადოების სახელით, ავიაციასა და საჰაერო სარდლობას მადლობის სიგელი გადასცა. 1992 წლის 19 სექტემბერს სუ-25 ტიპის თვითმფრინავით პირველი გაფრენა შედგა, რომელიც პოლკოვნიკმა იზანი ცერცვაძემ და ავიაციის გენერალ-მაიორმა ვალერი ნაყოფიამ განახორციელეს. ქართული ავიაციის დღე, სწორედ, ამ დღიდან აღინიშნება.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)