|
2020-10-14 10:06:42, 669 ნახვა
ეკონომიკა
საუდის არაბეთში განხორციელებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა
„სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობისთვის შემუშავებული სახელმწიფო პოლიტიკის შედეგად, ხელშესახები პოზიტიური შედეგები უკვე გვაქვს. გაზრდილია ქართული პროდუქციის ექსპორტის მაჩვენებლები, მათ შორის, ცოცხალი ცხვრის. ფერმერები კმაყოფილები არიან. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 36%-ით გაიზარდა ექსპორტირებული ცოცხალი ცხვრის ღირებულება, რაც საექსპორტო ფასის ზრდითაა განპირობებული“, - განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა, რომელიც ცოცხალი ცხვრის საექსპორტოდ მზადების პროცესს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში გაეცნო. შპს „აგროქიზიყი“ ცხვარს საექსპორტოდ ამზადებს. ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში, მადათაფას ტბის მიმდებარედ მოწყობილია სპეციალური საკარანტინე სივრცე, სადაც ცხვარი დაკვირვებასა და შესაბამის გამოკვლევებს გადის. საკარანტინო ვადის დასრულების შემდეგ, ცხვრის ექსპორტი საუდის არაბეთში განხორციელდება. შპს „აგროქიზიყის“ წარმომადგენლის ბექა გონაშვილის განცხადებით, ბოლო პერიოდში, შეკვეთების რაოდენობა გაზრდილია. საქართველოდან ცოცხალი ცხვრის ექსპორტი ძირითადად არაბულ ქვეყნებში ხორციელდება. 2020 წელს, ძირითად საექსპორტო ქვეყნები საუდის არაბეთი და აზერბაიჯანია. 2020 წლის 9 თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საუდის არაბეთში განხორციელებული ცოცხალი ცხვრის ექსპორტის ღირებულება 6-ჯერ, 4.5 მლნ აშშ დოლარით გაიზარდა.
ევროპაში დივერსიული თავდასხმების სერიის შემდეგ, ევროკავშირი განიხილავს GRU-ს (ГРУ) ტერორისტული ორგანიზაციების სიაში დამატებას.
თიბისი ტექსკოლა - ტექნოლოგიური განათლება უფასოდ ყველა უფროსკლასელისთვის
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, სტუდია „GARNAMATAC”-მა ახალი საბავშვო ანიმაციური სერიალი - „მარგო და კირა“ შექმნა
საია - ჩორჩანაში საგუშაგოს განთავსება არ შეიძლება ავტომატურად შეფასდეს ოკუპანტი ძალის პროვოცირებად, იგი ემსახურებოდა მცოცავი ოკუპაციის შეკავებას
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
კიევზე კვლავ მასშტაბური თავდასხმა განხორციელდა.
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)