|
2020-10-13 13:58:00, 598 ნახვა
კომენტარი
ვოლსკი Edison Research-ის კვლევაზე: დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ“ არ შეიძლება იყოს ობიექტური
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გიორგი ვოლსკიმ Edison Research-ის კვლევასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ" არ შეიძლება იყოს ობიექტური. მისივე თქმით, მთავარი მკვლევარი და მთავარი შემფასებელი არის საზოგადოება. „მე არ ვენდობი ტელეკომპანია „ფორმულას" მიერ ჩატარებულ კვლევას გარკვეული მიზეზების გამო იმიტომ, რომ მისი დამფუძნებელი არის ადამიანი, ვინც გარკვეულ პასუხები უნდა გასცეს საზოგადოებას, განსაკუთრებით იმ თემაზე, რასაც ჰქვია ბრძოლის ველზე მიტოვებული ცხედრები და ზოგადად, მისი დამოკიდებულება ქართული პოლიტიკისადმი, „ნაციონალური მოძრაობისადმი" და სხვა. აქედან გამოდინარე, დაკვეთა, რომელიც განახორციელა „ფორმულამ" არ შეიძლება იყოს ობიექტური, თუმცა, ამავე დროს მე მაქვს სხვა მონაცემები, რომელიც Edison Research-ის 47%-ს მიუთითებს. ყველა დაველოდოთ არჩვენებს. ვეცადოთ, რომ არჩევნების წინა პერიოდი იყოს წყნარი და მშვიდი", - აღნიშნა ვოლსკიმ.
საქართველოს ბანკის სასტიპენდიო პროგრამაზე პროფესიულ აკადემიებში მიღება დაიწყო
კობახიძე - ვინც აღიარებს და მოინანიებს, ყველას მიმართ ამოქმედდება შესაბამისი ზომები, ყველა დატოვებს სასჯელაღსრულების დაწესებულებას
კობახიძე - ევროპული ბიუროკრატია არის ის ძალა, რომელიც მხარს უჭერდა მოლოტოვის კოქტეილს
კობახიძე - პირდაპირი, უხეში პოლიტიკური თავდასხმები ხორციელდება კონსტიტუციურ მართლმსაჯულებაზე, ამაზე დუმს ევროპული ბიუროკრატია
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)