08:57 - 18 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-12 14:32:19, 591 ნახვა

ეკონომიკა
„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის მხარდაჭერას განაგრძობს

„საქართველოს ბანკი“ აგროსექტორის წახალისებას განაგრძობს. ამჯერად ბანკის და  კოოპერატივი „ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი“ -ს თანამშრომლობით ქალაქ ქობულეთის დაბა ოჩხამურში 1,5 ჰა-ზე მოცვის კიდევ ერთი პლანტაცია გაშენდა.  პროექტის განსახორციელებლად ბანკმა 160,000 ლარის ოდენობის ინვესტიცია გამოყო. ფინანსური რესურსი მოხმარდა შენობის კეთილმოწყობას, წყლის სისტემის მოწესრიგებასა და მიწის დამუშავებას. ასევე, ბიზნესის მხარდაჭერისთვის, სამაცივრე მეურნეობის მოსაწყობად,  ბანკის მხრიდან 20 000 ლარი გამოიყო.  კომბინატს 9-10 ტონამდე მოსავალი მოჰყავს. შავი მოცვი რეალიზაცია ხდება როგორც ადგილობრივ, ისე საექსპორტო ბაზრებზე. პროექტის ჯამური ინვესტიცია 300 000 ლარია.

 

„მოხარული ვართ, რომ საქართველოს ბანკის და „კოოპერატივი ხუცუბნის აგრო-სამრეწველო კომბინატი“ -ს პარტნიორობით ქალაქ ქობულეთში მოცვის პლანტაციები გაშენდა. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადგილობრივი ბიზნესების წახალისება და სწორედ იმ პროექტების მხარდაჭერა, რომლებიც ხელს უწყობს ახალი სამუშაო ადგილების შექმნას. ჩვენ ვაგრძელებთ მსგავსი ინიციატივების მხარდაჭერას, რათა ბიზნესები კიდევ უფრო განვითარდნენ და საკუთარი წვლილი შეიტანონ რეგიონის ეკონომიკურ გაძლიერებაში“, -განაცხადა მერაბ ახვლედიანმა, საქართველოს ბანკის საცალო ბიზნესის საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა.





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
35 წლის შემდეგ პირველად, შეერთებულმა შტატებმა ახალი ბირთვული ბომბის შემუშავების გადაწყვეტილება მიიღო
რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ კემეროვოს რეგიონში An-12-ის ჩამოვარდნის შედეგად 19 ადამიანის დაღუპვის შესახებ განაცხადა
ქართველი პოეტი, მსახიობი, რეჟისორი საშა გველესიანი 58 წლის ასაკში გარდაიცვალა
მანილაში ტრამპის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციები: პოლიციამ ასეანის სამიტის წინ თითქმის 300 ადამიანი დააკავა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი








არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics