|
2020-10-10 10:53:27, 784 ნახვა
კომენტარი
ნათია თურნავა: ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით
„ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით, ამის ყველანაირი პოტენციალი გაგვაჩნია" - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ ახალი მეფრინველეობის კომპლექსის - „სართიჭალა-3"-ის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. მეფრინველეობის კომპლექსი კომპანია „ჩირინას" ახალი საწარმოა, რომელიც პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაფართოვდა. გახსნის ღონისძიებას ნათია თურნავასთან ერთად გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი და მიწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. „სახელმწიფოს დახმარებით, პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში გაფართოვდა მეფრინველეობის კომპლექსი, გაიხსნა ახალი სიმძლავრეები, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რადგან ჩვენი ამოცანაა, რაც შეიძლება მეტად იყოს საკუთარი ბაზარი მომარაგებული ჩვენივე წარმოებით, ამის ყველანაირი პოტენციალი გააჩნია ამ კომპანიასაც და ზოგადად, საქართველოში მეფრინველეობის დარგს. ჩვენ კიდევ უფრო მეტად დავუდგებით გვერდში ასეთი ტიპის წარმოებებს, რათა ადგილობრივი, ხარისხიანი პროდუქციით მოვამარაგოთ ჩვენი მომხმარებელი", - აღნიშნა ნათია თურნავამ მინისტრის თქმით, პანდემია ძალიან დიდი პრობლემა და გამოწვევაა, მაგრამ მან ასევე ქვეყნებს ბევრი რამ ახლებურად დაანახა. „მათ შორის დაგვანახა ის, რომ ძალიან კარგია გლობალიზაცია და თავისუფალი ვაჭრობა, მაგრამ, ამავდროულად, ქვეყნებმა უნდა ვიზრუნოთ საკუთარი პროდუქციით უზრუნველყოფაზე, რადგან ზოგჯერ დგება მომენტი, როდესაც მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეს, განსაკუთრებით, როცა საქმე პირველადი მოხმარების საქონელს, საკვებ პროდუქტებს შეეხება. სწორედ ასეთი წარმოებები შეიტანენ თავის მნიშვნელოვან წვლილს ჩვენი ბაზრის, ჩვენი მოსახლეობის საკუთარი წარმოების საუკეთესო ხარისხის პროდუქციით უზრუნველყოფაში"- აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა. „სართიჭალა-3"-ის მეფრინველეობის კომპლექსის მშენებლობა დაიწყო 2019 წელს და 2020 წელს დასრულდა. აღნიშნული კომპლექსის ფარგლებში შპს „ჩირინა" მოახდენს ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას. კომპლექსი თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილ 14 ფერმერული სახლისგან შედგება, განხორციელებული ინვესტიციის მოცულობაა 35 მლნ ლარია. კომპლექსში 50 ადამიანი დასაქმდება.
„ტოიოტა ცენტრი თეგეტამ“ საქართველოში სრულად ელექტრო Toyota bZ4X წარადგინა
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
უნგრეთი აშშ-ს თხოვს არ დასაჯოს „ჯოჯოხეთური სანქციებით“ ლინდსი გრეჰემის აქტის შესაბამისად
ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენით ნავთობის გადაზიდვა შემცირდა
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთმა ბოლო კვირის განმავლობაში ორჯერ სცადა მისი თვითმფრინავის ჩამოგდება
ზელენსკი თანახმაა არ დაარტყას რუსეთის ენერგეტიკას, თუ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ენერგეტიკულ ობიექტებზე, საწყობებსა და პორტებზე თავდასხმას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)