|
2015-09-18 14:17:14, 1157 ნახვა
სამხედრო
ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ იმართება
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, დავით აღმაშენებლის სახელობის ეროვნულ თავდაცვის აკადემიაში „გენდერის საკითხებში ტრენერთა ტრენინგი“ იმართება. საერთაშორისო სემინარს დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ანა დოლიძე დაესწრო. სიტყვით გამოსვლისას მან ყურადღება თავდაცვის უწყებაში გენდერულ თანასწორობაზე გაამახვილა. საერთაშორისო სემინარის მიზანია მოამზადოს ტრენერები, რომლებიც სასწავლო კურსებს შეიარაღებული ძალების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალს, განსაკუთრებით, გადასროლისწინა სწავლების დროს ჩაუტარებენ. მსმენელები გენდერის საკითხებში ტრენინგის დაგეგმვის, ჩატარებისა და შეფასების მეთოდოლოგიას შეისწავლიან. კურსის მთავარი თემებია: სამშვიდობო ოპერაციებში გენდერის საკითხები - ქალების, მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებში გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუციები, ნატოს სტრატეგიული სარდლობის 40-1 დირექტივა, შეიარაღებული კონფლიქტების დროს სექსუალური ძალადობა, სამშვიდობო ოპერაციებსა და უსაფრთხოების სექტორის რეფორმირების პროცესში გენდერული საკითხების გათვალისწინება. კურსი შვედეთის სამეფოსთან გაფორმებული ორმხრივი თანამშრომლობის გეგმის ფარგლებში ტარდება და მას „სამხედრო ოპერაციებში გენდერის სკანდინავიური ცენტრი“ ახორციელებს. სწავლება რეგიონული მასშტაბისაა და მასში საქართველოს, სომხეთის, უკრაინის, მოლდოვის, რუმინეთისა და დანიის 14 წარმომადგენელი მონაწილეობს. თავდაცვის უწყებიდან სწავლებაში ის თანამშრომლები არიან ჩართულნი, რომლებიც სტრუქტურულ ერთეულებში გენდერული თანასწორობის საკითხებზე მუშაობენ. კურსის დასრულების შემდეგ მსმენელებს სერტიფიკატები გადაეცემათ.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)