|
2015-09-18 14:02:13, 1113 ნახვა
სამხედრო
თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლები დასუფთავების აქციაში ჩაერთნენ
კამპანია „დავასუფთავოთ საქართველოს“ ფარგლებში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თანამშრომლებმა, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ოფიცერთა და კაპრალთა შემადგენლობამ ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიის დასუფთავებაში მიიღეს მონაწილეობა. თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის პოლიტიკისა და დაგეგმვის დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი შაიშმელაშვილის თქმით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის გარემოს დაცვა მნიშვნელოვანი საკითხი იმიტომაც არის, რომ ჯარისკაცები წესრიგით გამოირჩევიან და ბუნებასაც განსაკუთრებულად უფრთხილდებიან. „მივიჩნევთ, რომ ეს აქცია მნიშვნელოვანია და, ამავე დროს, ვაცნობიერებთ იმასაც, რომ ყოველ დღე დასუფთავების რეჟიმში უნდა ვიცხოვროთ. ვფიქრობ, შეიარაღებული ძალები, გამომდინარე თავისი დისციპლინიდან, სწორედ ის ორგანიზაციაა, რომელიც ყველაზე მეტად უფრთხილდება გარემოს“, - განაცხადა გიორგი შაიშმელაშვილმა. გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა გიგლა აგულაშვილმა და საქართველოს მწვანეთა მოძრაობის – "დედამიწის მეგობრების" თანათავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ დასუფთავების აქციაში მონაწილეობის მიღებისთვის ჯარისკაცებს მადლობა გადაუხადეს. გიგლა აგულაშვილის განცხადებით, მიმდინარე კამპანიაში ჯარისკაცების მონაწილეობა მოქალაქეებს დიდ სტიმულს მისცემს. ნინო ჩხობაძემ კი აღნიშნა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჯარისკაცები არა მხოლოდ სამშობლოს დაცვაზე, არამედ, სუფთა გარემოს შენარჩუნებაზეც ზრუნავენ. აქცია „დავასუფთაოთ საქართველო“ წელს მეექვსედ ტარდება. იგი კამპანია „დავასუფთავოთ მსოფლიოს“ ნაწილია. დასუფთავების აქციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი – „საქართველოს მწვანეთა მოძრაობა დედამიწის მეგობრები/საქართველო“, საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი „ორქისი“ და „ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა“ ახორციელებენ. ღონისძიების მონაწილეები ასევე არიან არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივა“, შვედეთის საელჩო და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაცია SIDA. საქართველო მსოფლიო კამპანიას 2010 წელს შეუერთდა და რიგით 121-ე ქვეყანაა, რომელიც დატანილია მსოფლიო გარემოსდაცვით რუკაზე. წელს მსოფლიო კამპანიის მოწოდებაა - „ჩვენი ქვეყანა... ჩვენი პლანეტა... ჩვენი პასუხისმგებლობაა“.
„მე არ შემიძლია ნეიტრალური ვიყო“ - კრისტინ ლაგარდი ხსნის ევროპის ცენტრალური ბანკიდან ნაადრევ წასვლას
სამმა ამერიკულმა მედიასაშუალებამ ჟურნალისტებისთვის დაწესებული შეზღუდვების გამო ტრამპის ადმინისტრაციის წინააღმდეგ კვლავ შეიტანა სარჩელი
მსახიობი პატრიკ სტიუარტი გარდაიცვალა
თბილისში დაგეგმილ MMA-ის მსოფლიო ჩემპიონატში მონაწილეობას 64 რუსი სპორტსმენი მიიღებს
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
უკრაინამ ოკუპირებულ ქალაქ ოლეშკიში ჰუმანიტარული ოპერაციის მიზნით ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა კვლავ დაბომბა კიევში, მდინარე დნეპრზე გამავალი ერთ-ერთი მთავარი ხიდი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)